“ერთი დიდი, ეროვნული “ნიჩურიკი” გვჭირს…”- ლალი მოროშკინა მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

November 20, 21:56
0
62

პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს: 

ერთი დიდი, ეროვნული “ნიჩურიკი” გვჭირს…
ათასობით ფაილი გვაქვს, და ათასში ერთს ვაჩენთ, ისიც ძაან რომ “აგვეწვება” მაშინ.
ბიჭები რომ ომში გვეხოცებოდა,
ცხინვალის თაკარა მზის ქვეშ გვამები იხრწნებოდა, აქ ტაშ-ფანდური გვქონდა- “ნიჩურიკი”….
ციხის კედლებს, ისეთი ახსოვს, ფაფის ჭამა-არჭამა
ძარღვს შლის…
“ნიჩურიკი”…
ის სისხლი, ჯერ კიდევ რომ ატყვია ქუჩებს, დეკორის ელემენტი კი არაა, მაგრამ ზურგს უკან ეს დალოცვილი “ნიჩურიკი” ყველაფერს ჩამორეცხავს….
თავმოყვარეობა ან გაქვს ან არ გაქვს, ხატზე ან გადახვალ ან არა,
შენს გაუზრდელ, გაზულუქებულ შვილს ან დასჯი ან ვერ დასჯი …
ყველა ერთად ვიხარშებით საძროხე ქვაბის ოხშივარში და თავს იმაზეც არ ვიღლით, რომ ფილტვებს მაამებელი ჟანგბადი მივაწოდოთ…
აკი ალიკაპიც ყველაზე ბეჯᲘტად მოვირგეთ!
დილა მშვიდობისა, საკუთარი უძლურობით დაღლილო ერო,
მხსნელის ლოდინში გაჭაღარავებულო თაობა,
ვიღაცის დაკრულზე ცერგასმულო Ხალხო….
და მერე ჩვენ რა? ჩვენ ხომ “ნიჩურიკი” გვაქვს…

Cesko