შეცდომით შეიძლება ადამიანი დაიჭირო, ეჩხუბო…არ შეიძლება ადამიანი შეცდომით აწამო, თუნდაც ერთხელ – ღლონტი სააკაშვილზე

November 20, 16:18
0
822

„მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

„რახან მიშა გადარჩა, (ჯანმრთელობას ვუსურვებ) მოგახსენებთ ჩემს აზრს მასზე და მის “შეცდომებზე” : არაერთხელ მითქვამს და განმევორდები, შეცდომით შეიძლება ადამიანი დაიჭირო, ეჩხუბო.. მეტიც შეცდომით შეიძლება ადამიანი სიკვდილით დასაჯო (სწორედ ამიტომ აიკრძალა სიკვდილით დასჯა ბევრ ქვეყანაში). მაგრამ არ შეიძლება ადამიანი შეცდომით აწამო, თუნდაც ერთხელ, თუნდაც ერთი წამით!!! მიხეილი კი (რა თქმაუნდა არა თვითონ არამედ მისი შექმნილი სისტემა) წლების განმავლობაში აწამებდა ათასობით საქართველოს მოქალაქეს!!!მას სურდა შიშზე აგებული ტოტალიტარული სისტემის შექმნა, არ გამოუვიდა! მიშა არის დამნაშავე! მისი ადგილი ციხეშია და არა პოლიტიკაში! თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია და ის იმსახურებს ნამდვილ სასამართლოს და არა ამ თავისივე შექმნილ “ცირკს” ჯამბაზი მოსამართლეებით. როდესაც მე მას საქართველოს სიმბოლო ვუწოდე არ შევცდი, დიახ ის საქართველოს სიმბოლოა. სიმბოლო არ ნიშნავს მხოლოდ კარგს, ცუდიც შეიძლება სიმბოლო იყოს! (მაგალითად როდესაც ახსენებ ჰიტლერს ის არასდროს ასოცირდება თუნდაც ავსტრიასთან თუმცა წარმოშობით ავსტრიელი იყო). როდესაც მე მისთვის მოვითხოვე კანონიერება, არც ამას ვნანობ! კანონიერებას იმსახურებს უკლებლივ ყველა! (მკვლელიც, მწამებელიც, ტყვეც და პედოფილიც).თუ ეს ასე არ არის მაშინ რას ვებრძოდით, რისთვის შევცვალეთ მიშა? (სამწუხაროდ ვერ შევცვალეთ, ის ახალი მიშებით ჩავანაცვლეთ, რომლებმაც ეს მანკიერი სისტემა კიდევ უფრო გააძლიერეს). ნუ გიყვართ მიშა ან ბიძინა გიყვარდეთ თავისუფლება და დემოკრატია, თუ ასე იქნება მიშასაც, გრიშასაც, ბიძინასაც.. დაიცავს კანონი, დაიცავს ჩვენზე ბევრად უკეთ, დაიცავს ყოველგვარი შიმშილობების გარეშე.

P.S. “ნაცი”+”ქოცი”=უკანონობას.“

Cesko