„არ იმალება სააკაშვილის განზრახვა – პარტიის ახალ ლიდერად ნიკა გვარამია შეამზადოს“ – თამთა მეგრელიშვილი

November 20, 08:17
0
9 views

იურისტი თამთა მეგრელიშვილი სააკაშვილის წერილს  ეხმაურება:

„მადლობა ყველას, ოღონდ შენ არა!

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მომხრეებს გამოხატული სოლიდარობისა და ჰუმანურობისთვის მადლობა გადაუხადა.

სამადლობელ ჩამონათვალში განსაკუთრებით გამოყო ელენე ხოშტარია და მხოლოდ პარტიული სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

ჩამონათვალში მოხვდნენ ექიმები, პოლიტიკოსები, ოჯახის წევრები, პარტიული მედია, ყველა, ყველა გარდა ერთისა – ეს ერთი “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის ლიდერი ნიკანორ მელიაა.

გამოვიდა- მადლობა ყველას, ოღონდ შენ არა ნიკანორ!

“ნაციონალური მოძრაობის” პარტიიდან არაერთი ინფორმაცია “ჟონავს”.

არსებული ინფორმაციით სააკაშვილისა და მელიას დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა.

მადლობა ყველას და შენი ჩემი ფ… ები

პოლიტიკაში პარტიის ნამდვილი ლიდერის მიერ ნომინალური ლიდერისადმი მაინც არ მოსულა,

არ არის გამართლებული ასეთი თამაშის წესები, მაგრამ რა ვუყოთ, არ იმალება სააკაშვილის განზრახვა – პარტიის ახალ ლიდერად ნიკა გვარამია შეამზადოს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” დიდი პოლიტიკური ეიფორიის მიღმა პოლიტიკური ბოღმისა და დაპირისპირების ქარიშხალია.

რჩება ნიკანორ მელია გარეთ სიცივეში ხმაწართმეული ლიდერის როლში

ნიკა გვარამია კი უსაფთხოდ, დაცვით კონკრეტული მიზნებითა და დავალებებით პარტიის ლიდერობისთვის ემზადება.“

შეგახსენებთ, რომ პრესაში ნაცმოძრაობაში დაპირისპირებასა და სააკაშვილსა და მელიას ცუდ ურთიერთობაზე ბევრი იწერებოდა, რომელიც დასახელებულმა პირებმა რამდენჯერმე საჯაროდ უარყვეს.

Cesko