სააკაშვილი ჰოსპიტალში მიჰყავთ, რომელიც იმ ადამიანის სახელობისაა, ვინც მგლის ბილეთით გააგდო ეროვნული გვარდიიდან – რას საინტერესო დამთხვევებზე წერს ვეტერანი მებრძოლი?

November 19, 22:25
0
829

„თითქოს არაფერი და…….ბედისწერა მაინც ოხერია

სააკაშვილს გორის, გოგა აბრამიშვილის სახელობის ჰოსპიტალში გადყვანა სახვეწარი გაუხდა”, – ამ სიტყვებით ეხმაურება ვეტერანების საქმეთა სახელმსიფო სამსახურის რეგიონალური მართვის დეპარტამენტის უფროზი მალხაზ თოფურია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, გორის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს.

“თითქოს არაფერი და…….ბედისწერა მაინც ოხერია

სააკაშვილს გორის, გოგა აბრამიშვილის სახელობის ჰოსპიტალში გადყვანა სახვეწარი გაუხდა……

ეს ის გოგა აბრამიშვილია რომელიც 2008 წელს ფაქტიურად მარტო დარჩა ევაკუირებულ ჰოსპიტალში “იქმებ კიდევ ვინმე დაჭრილი მოიყვანონ და ექიმი ხომ უნდა იყოსო” თქვა და დარჩა……. დარჩა სამუდამოდ(

რუსულმა ვერტმფრენმა ტყვიამფქვევრის ჯერით გადაჭრა ჰოსპიტლის ეზოში(((

ეხლა რამ გამახსენებინა გოგა?

გოგა სააკაშვილის მმართველობის მიერ მგლის ბილეთით იყო გაგდებული ეროვნული გვარდიიდან ….. მე რა ვიცი? ერთად მოგვართვეს 4 ნაბრძოლ ადამიანს ეს მგლის ბილეთი სრულიად უმიზეზოდ და უზნეოდ……. მიუხედავად ამისა ოთხივე ვმონაწილეობდით 2008 წელს , სამშობლოს არ გავბუტებივართ და არც გვიფორთხია(

დარწმუნებული ვარ ცოცხალი რომ იყოს გოგა აუცილებლად გულწრფელად უმკურნალებდა მას….

ძნელია იმ პატარა ქვეყანაში ცხოვრება სადაც ყოველ კუთხე კუნჭულში ბოროტება გაქ დათესილი(“, – წერს თოფურია.

Cesko