ინგა გრიგოლია: ,,როცა გამარჯობას არ გეტყვით შეხვედრისას, მინდა, იცოდეთ, რა იქნება მიზეზი”

November 19, 22:02
0
81

ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია წერს:

,,პირად წყენებზე საუბრის დრო დღევანდელ რეალობაში არაა, ცოტა მრცხვენია კიდეც, ამ სტატუსისთვის რომ მოვიცალე და ამის მეტს არც შევეხები ამ საკითხს, მაგრამ ჩემს ფრენდებში რომ ხართ და ჩემს წინააღმდეგ მემილიონეჯერ აგორებულ შავ პიარში იღებთ მონაწილეობას და ლაიქებით ამაგრებთ ჩემს შეურაცხმყოფელ და საგინებელ პოსტებს, იმ ადამიანებმა მინდა, იცოდეთ, როცა გამარჯობას არ გეტყვით შეხვედრისას, რა იქნება მიზეზი. არასოდეს ჩემი ურთიერთობებისთვის პოლიტიკის გამო ჩრდილი არ მიმიყენებია, როგორც ჩანს, ეს ხაზებიც წაიშალა. ოკ! იყოს ასე!”

Cesko