”ამნაირად მოკლულების რაოდენობა ათიათას კაცამდეა! გენოციდზეა საუბარი, გესმით?! ახლა, ეს მანქურთი ნაცები, იბრძვიან ხელისუფლებაში დასაბრუნებლად!”

November 19, 15:28
0
1744

სამოქალაქო აქტივისტი ქობულეთიდან, გია გოგიტიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

საზოგადოების ერთმა ნაწილმა არ იცის ნაცების დროს ბიჭების დახოცვის ნიუანსები.
აგერ გეტყვით რა ხდებოდა: ჩემი ძმის სულხან გოგიტიძის, ჩემი უბნელების თაზო ჯიბლაძის და ტახირ თხილაიშვილის მაგალითს.
ეს ბიჭები ციხეში ისე სასტიკად იყვნენ ნაწამები, ნაცემები, რომ როცა შეატყობდნენ ციხის ჯალათი ექიმები რომ აღარ იყვნენ სასიცოცხლო, რეკავდნენ მათ ოჯახებში და ეუბნებოდნენ გათავისუფლებულია, წაიყვანეთო.
ასეთი “გათავისუფლების” შემდეგ ბიჭები ცოცხლობდნენ რამდენიმე საათს, მაქსიმუმ ერთ კვირას… ისიც რეანიმაციაში აპარატზე მიერთებულები.
საქმე იმაშია რომ ციხეს და სახელმწიფოს ასეთი გვამები აღარ ეწერებოდა.
ჩემი ბიძაშვილი რომ გარდაიცვალა, მაისურში ჩაკერებული ქონდა ქაღალდი სადაც ეწერა იმ ბიჭების მისამართები და ტელეფონები ვინც მასთან ერთად იყვნენ გლდანის ციხის საავადმყოფოს საკანში. ჩემმა რძალმა ეს ქაღალდი ნახა სულხანის გარდაცვალებიდან 5-6 თვის შემდეგ, სულ იყო 12 პატიმრის ტელეფონი. დაინტერესდა და დაურეკა ყველას, ყველამ უპასუხა რომ ბიჭები გარდაცვლილები იყვნენ…
ასეთი მოკლული ბიჭების რაოდენობა დაახლოებით შეადგენს 10-15 ათას კაცს!
ხალხო გენოციდზეა ლაპარაკი, გესმით?!
და ეხლა ეს მანქურთი ნაცები იბრძვიან ხელისუფლებაში დასაბრუნებლად!!!

 

Cesko