„თუ ამას არ გააკეთებთ, აიღეთ მაუზერი და დაგვხვრიტეთ”- ელენე ხოშტარიას დედა

November 19, 13:33
0
6 views

მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია, ჩემი შვილი, რომელიც ყველამ იცით, არის სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მან უარი თქვა მედიკამენტებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი, – ასე მიმართა “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედამ, ირინა გუნცაძემ ხელისუფლებას.

ამასთან, ირინა გუნცაძე მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომ სასწრაფოდ მიიღონ ზომები.

“ძალიან ვიკავებ თავს უხეში, მძიმე გამონათქვამებისგან, რადგან კიდევ მგონია, თქვენ, ვგულისხმობ ხელისუფლებას, სინდისზე ვეღარ ვიტყვი, კიდევ შეგრჩათ ჭკუის, ტვინის, ნასახი. თქვენ არ გაქვთ უფლება საქართველოს ისტორია ჩაყაროთ წყალში, არ გაქვთ უფლება მოკლათ ადამიანები. მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია, ჩემი შვილი, რომელიც ყველამ იცით, არის სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი.

მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა საელჩოს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, დღეს ჩემი შვილის ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია, რომელიც თავს წირავს საქართველოსთვის, საქართველოს ყველა მოქალაქის გულისთვის. თუ ამას არ გააკეთებთ, აიღეთ მაუზერი, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ, როგორც 1937 წელს. ერთი პატარა ნაპერწკლით მჯერა, რომ გონს მოხვალთ. ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი, გაფრთხილებთ, არ გაქვთ უფლება მოაწყოთ 37 წელი 21- ე საუკუნეში. მე კიდევ ყველაფერი არ ვთქვი, თავს ვიკავებ”, – განაცხადა გუნცაძემ.

ელენე ხოშტარია პარლამენტში უკვე მე-17 დღეა შიმშილობს. ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ აჩერებს მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, არაფერს გადაისხამს და მიიღებს. როგორც ხოშტარია ამბობს, უმოქმედოდ ვერ იჯდება იმ დროს, როცა სააკაშვილი „კრიტიკულ რამდენიმე საათში ბოლომდე გამოკვლეულიც კი არ არის”.

 

 

Cesko