“თავისი ქმედებებით სააკაშვილმა დაამტკიცა: მისი ნდობა შეუძლებელია, მან  უკრაინელებს სახეში შეგვაფურთხა” – უკრაინელი პოლიტოლოგი

November 19, 11:01
0
231

უკრაინელებისთვის სამი რამაა წმინდა: დროშა, საზღვარი და სახელმწიფო – თავისი ქმედებით, სააკაშვილმა უკრაინელებს სახეში შეგვაფურთხა, – ამის შესახებ უკრაინელმა პოლიტოლოგმა, იანინა სოკოლოვსკაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, მან ყველას აჩვენა, რომ ეს საკითხი საერთოდ არ აღელვებს. „ის არის პიარშიკი, რომელსაც უნდა მიიღოს მაქსიმუმი. როდესაც ის ჩამოვიდა უკრაინაში და მიიღო მოქალაქეობა, მას ჰქონდა პრეტენზია, რომ ყოფილიყო უკრაინის პრეზიდენტი. იყო ხალხი, ვისაც ამის სჯეროდა. მან თავისი ქმედებებით დაამტკიცა, რომ მისი ნდობა შეუძლებელია“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.

Cesko