“ძუკნა ძაღლივით რომ დამდევდი, უნდა მივმხვდარიყავი, ვინც იყავი…”- მაია ნადირაძე დავით მაღრაძეზე

November 19, 07:27
0
1840

მაია ნადირაძემ დავით მაღრაძეზე ფეისბუქში დაწერა:

“დავით მაღრაძე – David Magradze
მაშინ უნდა მივმხდარიყავი, რა ხვითოც იყავი, როცა ძუკნა ძაღლივით დამდევდი, ფეხებში მებლანდებოდი, – ჰიმნისთვის ჩემი ტექსტი უქე მიშასო. და მაგის ხვეწნა არ გეთაკილებოდა იმ მომენტში, როცა ასლან აბაშიძე ხიდებს აფეთქებდა და ომს აპირებდა.
და ჰო, ჩემნაირების ბრალია, შენ რომ თავი ადამიანი გგონია, რომ შეგრჩა ყველა სიბინძურე.
შენც არ აგცდება სამშობლოს გამყიდველების სასაფლაო.
ჰიმნის ტექსტს კიდე, შევცვლით. ისედაც ბევრი არაფერია იქ შენი და იმასაც ამოვიღებთ.
რა ჰონორარი უნდა იყოს ასეთი, რომ პოეტმა ამდენი “ჰუმანურობა” აფრქვიოს?! მაგრამ საქმე მაინც უფრო ღრმა გულის ჯიბეში ჩაკერებულ “სიწმინდეშია”.”

Cesko