(ვიდეო) – “მიშა მოსხლეტით წაიქცა… ყველამ უნდა იცოდეს, რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა…” – ადვოკატი

November 24, 11:39
0
5 views

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოულოდნელად ცუდად გახდა და წაიქცა. საჭირო გახდა მისი საკაცეზე მოთავსება – ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გლდანის ციხესთან განაცხადა.  ადვოკატი არ ფლობს ინფორმაციას, რა მდგომარეობაში იმყოფება ამჟამად მიხეილ სააკაშვილი.

ყველამ უნდა იცოდეთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, როცა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ვასრულებდით, მიშა როცა გამოდიოდა ოთახიდან, მოსხლეტით წაიქცა, შემდეგ გადავიყვანეთ საკაცეზე და არ ვიცით, ახლა რა მდგომარეობაშია, ნიკა იქ არის. ველოდებით, რა განცხადებას გააკეთებს პენიტენციური.

მანამდე ვესაუბრეთ, ძალიან მძიმედ იყო მიშა, 10 წუთია, რაც საკაცით აიყვანეს, ხელით გავუხსენით თვალები. არ ვიცი, სად აიყვანეს.  – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 

Cesko