“აუხდა კობახიძეს და “ოცნებას” რაც ვუთხარი, ახლა კიდევ ერთს გავაფრთხილებ – აგერ ნახავთ სიურპრიზებს” – ბრეგაძე

November 18, 17:28
0
1419

“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, ავრცელებს ვიდეოს და წერს:

“2 წლის წინ როდესაც ლომჯარიას გადაყენებას ვითხოვდით – ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, თამარ ჩუგოშვილი და მთელი ქართული ოცნება გადაეფარა, ჩემს წინააღმდეგ წამოვიდა, ლომჯარია სამართლიანობის და პატიოსნების ეტალონად მონათლა, ხოლო “ქართული მარში” სახალხო დამცველზე ძალადობაში დაგვადანაშაულა ‼️

2 წლის წინ გავაფრთხილე ქართული ოცნება – “ეს ქალი სამშობლოს მოღალატეა, მალე თქვენც ზურგში დანას ჩაგცემთ-თქო” ‼️

“ბუმერანგი” – ყველაზე ფილოსოფიური იარაღია.

ბუმერანგივით დაუბრუნდა ოცნებას ლომჯარიას სახალხო დამცველად დანიშვნა ‼️

აუხდათ რაც გავაფრთხილე – დღეს ლომჯარია ნომერ პირველი მტერი აღმოჩნდა – ‼️

ახლა კიდევ ერთს გავაფრთხილებ – ძალიან მალე, სულ მალე – ისინი აგიყირავდებიან რომლებიც მაშინ ჩემგან ლომჯარიას იცავდნენ – ხომ გგონიათ თქვენიანები, აგერ ნახავთ ცოტა ხანში სურპრიზებს ‼️

Cesko