“სააკაშვილი კაცი რომ იყოს, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას” – ირაკლი კობახიძე

November 18, 13:16
0
7 views

„კაცი რომ იყოს მიხეილ სააკაშვილი, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას. იმიტომ, რომ ეს ადამიანი რეალურად შიმშილობს და აქვს რეალურად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

„ნინო ლომჯარიასთვის სააკაშვილია რი ნესტან-დარეჯანი, რომელიც საიდანღაც უნდა გამოხსნას, ნინო ლომჯარიამ იცის, რომ გლდანიდან ვერ გამოიხნის მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ სადღაც გორის ჰოსპიტალიდან ან რომელიმე ასეთი ტიპის კლინიკიდან გამოიხსნას. ეს არის მარტივი რამ. იგივე ინტერესი აქვთ სააკაშვილის სხვა თანამზრახველებს, ეს არის მარტივი. ჩვენ უნდა ავწონ-დავწონოთ ყველაფერი და აქედან გამომდ8ინარე მივიღოთ გადაწყვეტილება. როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების რისკებზე, დარწმუნებული ვართ რომ სამართალდამცველი ორგანოები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და არავის მოტაცებისა და გატაცების საშუალებას მისცემენ ვინმეს, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანები არიან ყველაფერზე წამსვლელები ჩვენ ვფიქრობთ ადამინების სიცოცხლეზე. წარმოიდგინეთ თავდასხმა კლინიკაზე. ჩვენ არ გვინდა ადამიანების სიცოცხლე დავაყენოთ თუნდაც მინიმალური რისკის ქვეშ. ეს არის ძალიან მარტივი რამ. სააკაშვილი რომ იყოს პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი. ის დღესვე შეწყვეტდა შიმშილობას. მით უმეტეს არის სტრასბურგის სასამართლოს მოწოდება, რომელსაც ის არ ასრულებს. კაცი რომ იყოს მიხეილ სააკაშვილი, მარტო ელენე ხოშტარიას გამო შეწყვეტდა შიმშილობას. იმიტომ, რომ ეს ადამიანი რეალურად შიმშილობს და აქვს რეალურად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Cesko