კანონის სრული დაცვით დაასრულეთ ეს უნიჭო სპექტაკლი, მოსახლეობას არ მოგვიწიოს მწარე პასუხის გაცემა – ლაშა ამირეჯიბი

November 17, 18:22
0
12 views

პუბლიცისტი ლაშა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ხელისუფლებას მინდა ვკითხო, ნამეტანი რბილები ხომ არ ხართ?დაიმახსივრეთ ერთი ამბავი. მაგ სირბილეს და კეთილშიბილებას არავინ დაგიფასებთ! პირიქით, წამოგაძახებენ და თქვენივე ლოიალურობისთვის შეიძლება გაგასამართლონ კიდეც, თუ ღმერთმა არ ქნას, ნაცები მობრუნდნენ ხელისუფლებაში.

რასაც კადრულობს წითლიძის ქალი, გირჩი ჯაფარიძე, ხაზარაძე და სხვები, მგონი მეტისმეტია და არა მხოლოდ ისინი….

ჩვენ, ვინც ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს ცხრა წლის მანძლზე, რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც იქცევა დღევანდელი ოპოზიცია, გარწმუნებთ, რომ დღეს ჩვენი ბუნდღა აღარ იქნებოდა. ასეთ საქციელს- საბოტაჟს, არეულობას და გაუთავებელ პროვოკაციებს გამართლება არ აქვს და არც საააკაშვილის სისხლიანი დამსჯელი გუნდი არავის პატიებდა ამგვარ ქმედებებს.

ხვალ ოპოზიცია ორივე სანაპიროს ჩახერგვას აპირებს, რაც გამოიწვევს ქალაქის პარალიზებას. ზეგ სავარაუდოდ ყველა საკრებულოში ერთი და იგივე დროს გამოიწვევენ დესტრუქციას. მაზეგ კიდევ რამე მზაკვრულს მოიფიქრებენ. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?!

რაც შეეხება ოცდასამ ნოემბერს, ნაცები გენერლურ შეტავას გეგმავდნენ.იმედია გადაიფიქრებენ. უკრაინიდან , პოლონეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოსკენ დაიძრნენ მათი მხარამჭერები. ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, მებრძოლები არეულობის მოსწყობად.

მოვუწოდებ ხელისუფლებას: დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი და კანონის სრული დაცვით დაასრულეთ ეს უნიჭო სპექტაკლი. ისე არ მოხდეს, რომ ჩვენ, მოსახლეობას მოგვიწიოს მწარე პასუხის გაცემა.
ამ ქვეყნის უამრავი ნაწამები და დასახიჩრებული ადამიანი შემოგყურებთ იმედით და ელოდება სამართლის აღსრულებას ბოლოსდაბოლოს!!!!

Cesko