ნიკა ნარსია: ,,პრეზიდენტისგან, რომელიც შიმშილობს, საჩუქრად ეს შემწვარი ქათამიო”

November 17, 08:41
0
37
აქტივისტი ნიკა ნარსია ფეისბუქში მოხუც ქალზე წერს:
,,მე და კახა კვეკვესკვირი მივედით ერთ-ერთ სახაჭაპურესთან, სადაც შემწვარი ქათმებიც იყიდებოდა, მოხუცმა ქალმა ქათმის ფასი იკითხა, გამყიდველმა უპასუხა, ქალბატონს სახეზე დაეწერა ყველაფერი, მოიწყინა და ერთხანს თვალი გაუშტერდა, ვინ იცის, რას ფიქრობდა და გულდაწყვეტილი გაბრუნდა უკან. კახამ გამყიდველს უთხრა აწონეთ ქათამიო, გამყიდველმა აწონა, ჩაალაგა და გადასცა მას,
კახა დაეწია, შეაჩერა და უთხრა: ქალბატონო, პრეზიდენტისგან, რომელიც 47-ე დღეა შიმშილობს, საჩუქრად ეს შემწვარი ქათამიო.
ქალს ენა დაება სიხარულისგან, მადლობები გვიხადა და მთელი ოჯახით ვგულშემატკივრობთ მიშას და ის აუცილებლად ცოცხალი უნდა იყოსო”.
Cesko