„ყველას ასე უნდა მიმართოთ? გრცხვენოდეთ!” – დათო ოქიტაშვილი ვახტანგ მაჭავარიანის სამარცხვინო მიმართვას გამოეხმაურა

November 16, 21:50
0
377

საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანს მიმართავს:

“ბატონო ვახტანგ, ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ადამიანებს, თქვენ კოლეგებს, რომლებსაც გასხვავებული აზრი აქვთ, ასე მიმართავდით!

ესეიგი, რა გამოდის – ვინც თქვენ მოსაზრებას არ იზიარებს, ყველას ასე უნდა მიმართოთ? ყველა “რუსეთის აგენტია”? – არც მე მომწონს ბევრი რამ, მაგრამ ჩემ თავს არასოდეს მივცემ უფლებას, ასე მივმართო ადამიანებს და შეურაცხყოფა მივაყენო მათ პირად აზრს.

გრცხვენოდეთ! იქნებ, მათაც გაუჩნდათ იგივე სურვილი, რაც თქვენ მათდამი და აი, მერე” – დაწერა ოქიტაშვილმა.

მაჭავარიანმა კი, რომელიც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. ცოტა ხნის წინ ფეისბუქში ასეთი დაუჯერებელი რამ დაწერა: ,,ფისი ფისი მომინდა, ამდენად მინდა, დავაფსა: რეზო ამაშუკელს, ქეთი დოლიძეს და ზურა ყიფშიძეს. ეგებ შეგერგოთ ჩემი ფისი!”

Cesko