„აი, ასეთი საღორე დამხვდა იქაც” – გოგა ხაინდრავამ გაიხსენა, თუ რა ნახა სააკაშვილთან სასტუმროს ნომერში

November 16, 21:40
0
14 views

“შეხედე ამ საღორეს, ეს ადამიანი ნორმალურია? – ასე შეაფასა გოგა ხაინდრავამ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის საკნის მდგომარეობა, რომელიც გავრცელებული კადრების მეშვეობით ყველამ ნახა.

“სხვათა შორის, ეს ჩემს ფილმში ზუსტად ვაჩვენე, მე ეს მოგონილი კი არ მქონდა. სააკაშვილთან ერთად ვიზიტებზე ვარ ნამყოფი და ერთხელ, მახსოვს, იტალიაში ყოფნისას, სასტუმროში დამირეკა, რომ სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრა იყო, იქ უნდა წავსულიყავით და იქნებ ნომერში ამოხვიდეო. ვცხოვრობდით ფეშენებელურ სასტუმროში და ნომერში რომ ავედი, აი, ასეთი საღორე დამხვდა იქაც, რომელიც გადმოვიტანე შემდეგ ფილმში“, – განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა “რეალურ პოლიტიკაში”.

Cesko