ემიგრანტებმა 10 თვეში 1.9 მილიარდი დოლარი გამოაგზავნეს საქართველოში -რომელი ქვეყანა ლიდერობს

November 16, 21:33
0
6 views

საქსტატმა 2021 წლის ოქტომბრის ფულადი გზავნილების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ოქტომბერში ქვეყანაში გზავნილების სახით $206.7 მილიონი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 25 მილიონით მეტია.

ჯამურად, 2021 წლის 10 თვეში საქართველომ $1.9 მილიარდი დოლარის გზავნილები მიიღო, რაც 2020 წლის შედეგებს 26%-ით აღემატება.

საქართველოს უმსხვილესი დონორი ქვეყნების რეიტინგი:

1. რუსეთის ფედერაცია – $337.3 მილიონი, მატება წინა წელთან 16%
2. იტალია – $315.8 მილიონი, მატება წინა წელთან 31%
3. აშშ – $233.7 მილიონი, მატება წინა წელთან 32%
4. საბერძნეთი – $200.7 მილიონი, მატება წინა წელთან 12%
5. ისრაელი – $152.1 მილიონი, მატება წინა წელთან 19%
6. გერმანია – $90.8 მილიონი, მატება წინა წელთან 56%
7. თურქეთი – $88.1 მილიონი, მატება წინა წელთან 0%
8. უკრაინა – $77.4 მილიონი, მატება წინა წელთან 13%
9. აზერბაიჯანი – $71.2 მილიონი, მატება წინა წელთან 67%
10. ესპანეთი – $45.7 მილიონი, მატება წინა წელთან 17%
11. ყაზახეთი – $39.1 მილიონი, მატება წინა წელთან 169%
12. საფრანგეთი – $30.9 მილიონი, მატება წინა წელთან 38%
13. პოლონეთი – $26.7 მილიონი, მატება წინა წელთან 18%
14. ყირგიზეთი – $19.5 მილიონი, მატება წინა წელთან 270%
15. კანადა – $18.3 მილიონი, მატება წინა წელთან 27%
16. გაერთიანებული სამეფო – $17.3 მილიონი, მატება წინა წელთან 17%
17. ირლანდია – $16.7 მილიონი, მატება წინა წელთან 49%
18. კვიპროსი – $13.3 მილიონი, მატება წინა წელთან 23%
19. სომხეთი – $10.5 მილიონი, მატება წინა წელთან 8%
20. არაბთა გაერთიანებული საამიროები – $9.0 მილიონი, მატება წინა წელთან 20%.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მიხედვით მსოფლიოში 21-ე ადგილზეა. ქვეყნის ეკონომიკის 13.3%-ს სწორედ უცხოეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი სახსრები აგენერირებს. ამ თანხების გარეშე კი ქვეყნის ადგილობრივი მოთხოვნის ზომა ბევრად მცირე იქნებოდა

Cesko