„რუსეთი იქცევა როგორც ტოტალიტარული სახელმწიფო, მაგრამ როგორც სახელმწიფო, საქართველოში ხდება კატასტროფა“ – ნიკა გვარამია

November 16, 20:29
0
5 views

“უკრაინის სახალხო დამცველი შეუშვეს რუსეთშიც კი, სენცოვთან… საქართველოში ხდება კატასტროფა” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან საუბრობს.

ძალიან ცუდად შევაფასებ. უკრაინის სახალხო დამცველი არის ერთ-ერთი გავლენიანი სახალხო დამცველი ევროპის მასშტაბით. ჯერ ერთი, ის არის 40-მილიონიანი უკრაინის და ტერიტორიულად ყველაზე დიდი ევროპული ქვეყნის სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი უკრაინის, მეგობრებო, შეუშვეს რუსეთში, სენცოვთან და რუსეთი ყოველდღიურად უგზავნიდა სენცოვის შესახებ ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციას, რა პროცედურა უტარდება და ა.შ, ყოველდღიურ რეჟიმში…

რუსეთი იქცევა როგორც სახელმწიფო, როგორც ტოტალიტარული სახელმწიფო, მაგრამ როგორც სახელმწიფო, საქართველოში ხდება კატასტროფა. სახალხო დამცველი გააჩერეს, ერთი საათი აცდევინეს და ისე შემოუშვეს და პრაქტიკულად კომუნიკაცია არ აქვს ხელისუფლების არცერთ წევრს. იუსტიციის მინისტრი როცა უნდა ტელეფონს არ იღებს და მერე პარლამენტის თავმჯდომარე უხერხულად იშმუშნება და იტყუება, რომ თვითონაც ვერ უკავშირდება. და არ უშვებენ საკუთარი მოქალაქის მოსანახულებლად, რაც პირდაპირ მის მანდატში შედის და უარი, მინიმუმ არაკეთილმეგობრული ჟესტია მოკავშირე სახელმწიფოს მიმართ, – ამბობს ნიკა გვარამია.

წყარო: მთავარი არხი

Cesko