„ამგვარ აქციებს ვერაფერი შედეგი ექნება. მიშამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა.მთელი საქოცეთი მოუთმენლად ელის მის სიკვდილს. ეს არ უნდა მოხდეს”

November 16, 19:45
0
3 views

აქციების შედეგი არ ჩანს. ეხლა უკვე ძალიან საშიშ ზღვარზეა ყველაფერი მისული – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერი დოდონა კიზირია წერს:

„ვშიშობ, ამგვარ აქციებს ვერაფერი შედეგი ექნება. მიშამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა.მთელი საქოცეთი მოუთმენლად ელის მის სიკვდილს. ეს არ უნდა მოხდეს!!!!მიშამ უნდა იცოცხლოს!!!!!!!!!!!!!P.S. ეს არის ზოგიერთი კომენტარის საპასუხოდ. როცა დავწერე, რომ მიშამ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მე, რასაკვირველია, მხედველობაში მქონდა შიმშილობის შეწყვეტა ყველა თანამდევი საჭირო სამედიცინო ჩარევით. სხვაგვარად ის შეიძლება უფრო დიდ საფრთხეში აღმოჩნდეს. აქციების შედეგი არ ჩანს. ეხლა უკვე ძალიან საშიშ ზღვარზეა ყველაფერი მისული. ამიტომ, ვიმეორებ,მიშამ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა!“ – წერს დოდონა კიზირია.

Cesko