ოპოზიციის აქციაზე მყოფ ადამიანებს მარჯანიშვილზე უცნობმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა

November 16, 18:50
0
525

ხმაური და დაპირისპირება მარჯანიშვილის მოედანზე  –  უცნობი პირი ,,ენმ”-ს სამგორის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ბესო გაზდელიანს თავს დაესხა და  შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი მალევე ჩხუბში გადაიზარდა, რომლის განეიტრალება საპატრულო პოლიციამ მალევე მოახერხა.

გარდა ამისა, ავტოკოლონით მიმავალ აქციის მონაწილეებს გარკვეულ მოქალაქეთა ჯგუფი შეურაცხმყოფელი შეძახილებით ხვდებოდა, რაც დაპირისპირების შექმნის საფუძველს იძლეოდა.

“სანამ ,,ქართული ოცნება” გონს არ მოეგება, ასეთ რეჟიმში მოუწევს გაბრაზებული მოქალაქეების მოსმენა” -აცხადებდნენ დღეს აქციის მონაწილეები.

წყარო

Cesko