ბიძინა და ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, მერე სოფელ-სოფელ ვივლი და ადამიანებს სიყვარულსა და სიკეთეზე დავუწყებ ლაპარაკს – ნიკა ქავთარაძე

November 16, 18:12
0
420

მსახიობი და ჟურნალისტი ნიკა ქავთარაძე აცხადებს, რომ როგორც კი საქართველო ბიძინა ივანიშვილისა და დღევანდელი ხელისუფლებისგან გათავისუფლდება, ადამიანებთან სიყვარულსა და სიკეთეზე დაიწყებს საუბარს.

„ჩემი აზრით, ორი უმთავრესი საქმე გვაქვს ახლა:
1. ბიძინა და ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ.
2. ადამიანებმა დავიწყოთ ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები – ზიზღის და სიძულვილისგან დაცლილი ურთიერთობები,“- წერს ნიკა ქავთარაძე და აღნიშნავს, რომ მეორე პუნქტის შესრულება, არსებული ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია.

„სანამ პირველი პუნქტი არ შესრულდება, მეორესაც არაფერი ეშველება. რადგან ეს ხელისუფლებაა წყარო სიძულვილის. ადამიანების კომენტარებს ვკითხულობ და ვერ ვიჯერებ. ამიტომ ვბლოკავ უმრავლესობას, რომ საბაბი არ მიეცეთ ამ ზიზღის ფრქვევის.

ხელისუფლება როგორც კი შეიცვლება, ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ ვივლი და ადამიანებს სიყვარულსა და სიკეთეზე დავუწყებ ლაპარაკს.
ახლაც მინდა, მაგრამ ახლა ადამიანებთან სალაპარაკოდ არ გიშვებენ, ეშინიათ – საერთო არ ვნახოთ,“- წერს ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში.

Cesko