სააკაშვილი აქ გარანტიების გარეშე არ ჩამოსულა, ისევე როგორც 2008 წლის ომი არ დაუწყია გარანტიების გარეშე – მამუკა არეშიძე

November 16, 17:04
0
12 views

ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა­ და გამოსავლის გზებზე “კვირის პალიტრას” უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა­ არეშიძე­ ესაუბრა. გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან:

– “ნაციონალებმაც” დათქვეს, რომ თუ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, მიმდებარე ტერიტორიაზე აქციებს არ ჩაატარებენ, ამასთან, სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას.

 ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის­ მთავარი სიტუაციის დასტაბილურება კი არა, ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.  ეს პირობითი დათქმაა. წარმოვიდგინოთ სურათი: სააკაშვილმა საავადმყოფოდან გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაბამისად არ მკურნალობენ ან რაიმეს აიძულებენ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?! კლინიკას შტურმით აიღებენ, ხელისუფლება გამოიყენებს ძალას და გაიმართება მორიგი სისხლიანი შეტაკება.

როგორი უნდა იყოს ოპოზიციის გზავნილი, რათა დიალოგი შედგეს?

– სააკაშვილის ჩამოსვლის შემდეგ ამის პერსპექტივა ნულის ტოლია და ასე იქნება, სანამ სააკაშვილის ფაქტორი იარსებებს. დღეს ის განსაზღვრავს ოპოზიციის დღის წესრიგს, ისევე როგორც იმას, თუ როგორი უნდა იყოს მედია და როგორ უნდა განვითარდეს პროცესები. საწვავისა და პურის ფასს ვერ განსაზღვრავს, თორემ დანარჩენში მისი ხელი ურევია…

– რჩება შთაბეჭდილება, რომ ამერიკელი და თუნდაც ევროპელი პარტნიორები სააკაშვილს მოუწოდებდნენ, არ ჩამოსულიყო საქართველოში, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა…

– პირველ რიგში ვიტყვი, რომ სააკაშვილი აქ გარანტიების გარეშე არ ჩამოსულა, ისევე როგორც 2008 წლის ომი არ დაუწყია გარანტიების გარეშე. კარგად ვიცი, ვინ არის ამ გარანტიების მიმცემი, ქვეყანაშიც და მის გარეთაც, მაგრამ ქვეყნის­ ინტერესებიდან გამომდინარე არ მინდა თქმა. რაც შეეხება ამერიკას, ამ ქვეყანას აქვს ისეთი ბერკეტები, რომ მის რეკომენდაციებზე უარი ვერავინ თქვას. თუმცა ჩვენნაირი მოკავშირე ასეულობით ჰყავს და ახლა ჩვენთვის ნამდვილად არ სცალია.

ვრცლად ინტერვიუ იხილეთ ბმულზე:

https://www.kvirispalitra.ge/politic/85744-qsaakashvili-aq-garantiebis-gareshe-ar-chamosula-da-kargad-vici-vin-aris-am-garantiebis-mimcemiq.html

Cesko