“მიშისტები არ დაგინდობენ და დედას გიტირებენ – რას ფიქრობს საშუალო ქართველი” – თინათინ სტამბოლიშვილი

November 16, 07:16
0
93

თინათინ სტამბოლიშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

“ჩემო მეგობრებო, ზოგს ვიცნობ პირადად და ზოგს, მხოლოდ ფეისბუქიდან – ყველას მოგმართავთ:
რაც უფრო გამეტებით გავლანძღავთ და ჯვარზე გავაკრავთ ადამიანებს სააკაშვილის საწინააღმდეგო პოსტებისთვის ან აზრებისთვის, მით უფრო უმყარდება საშუალო სტატისტიკურ ქართველს შემდეგი აზრები:
– სუსი კი გვისმენს ყველას, მაგრამ პოსტებისთვის არავინ მხსნის სამსახურიდან ან მიჭერს – როგორც მიშას დროს იყო;
– მიშისტებს ისევ ის დრო უნდათ რომ დაბრუნდეს, ხმას რო ვერავინ იღებდა;
– მიშისტები არ დაგინდობენ და დედას გიტირებენ ნებისმიერს მხოლოდ სიტყვის გამო; თან მიაყოლებენ შენს შვილებს, დას ძმას;
– მიშისტები დაბრუნდებიან და შეგვმუსრავენ;
– მიშას და მიშისტებს არ აქვთ სინანულის განცდა და დღესაც ფიქრობენ, რომ მათ დროს ძალიანაც სწორად დასაჯეს, აწამეს, სულიერად და ზოგიც ფიზიკურად გაანადგურეს, ქონებები აახიეს.
– უფრო მეტიც: მიშისტებს ჰგონიათ, რომ ხმას მიშას ან ნაციონალების საკრიტიკოდ ახლა იღებენ მხოლოდ ისინი – ვინც ძალიანაც სწორად გაამწარეს ნაციონალების დროს;
– ჰუმანიზმს და დემოკრატიას მიშისტებთან ახლოსაც არ ჩაუვლია;
– ახლა რომ პოსტისთვის ან გამონათქვამისთვის ეხებიან ჩემს დას, ძმას, შვილებს, გარეგნობას, ხო წარმოგიდგენიათ, ესენი რომ მობრუნდნენ, როგორ არ დაუშვებენ არანაირ კოალიციას და ისევ მოაჯდებიან ყველაფერს.
აი, ასე მარტივადაა, ჩემო მეგობრებო, ეს ამბავი.
დასკვნები თქვენთვის მომინდია.
პ.ს. უცენზურო კომენტარებს წავშლი.”

Cesko