„ეს არ იქნება პრორუსული პარტია, რუსებთან გვექნება პირდაპირი დიალოგი“ – „ალტ ინფო” პოლიტიკურ პარტიას ქმნის

November 16, 05:39
0
47

“ალტ ინფო” პოლიტიკურ პარტიას ქმნის, რუსეთთან დიალოგის დაწყებას და ქვეყანაში კონსერვატიული იდეების პროპაგანდას აპირებს.

„უახლოეს მომავალში დავაანონსებთ ზუსტ ლოკაციას და თარიღს, მედიისთვის იქნება ღია ღონისძიება. ხვალ, ზეგ, ზუსტ თარიღს დავასახელებ. პარტიის ლიდერების ძირითადი ბირთვი იქნება ,,ალტ ინფოს” ჯგუფი. ამ ჯგუფის ბევრ წევრს აქვს ამბიცია, ქვეყანა მართოს.

ეს არ იქნება პრორუსული პარტია, რუსებთან გვექნება პირდაპირი დიალოგი, ჩვენ ვიქნებით პროქართული პარტია, პლატფორმა იქნება კონსერვატიული“ – განაცხადა ,,ალტ ინფოს” წარმომადგენელმა, კოკა მორგოშიამ.

Cesko