„არანაირი შანსი არ აქვს, პატიმრობას თავი დააღწიოს სამოქალაქო კლინიკიდან გაქცევით, რადგან ამ მცდელობას საშინელი სისხლისღვრა მოჰყვება!“ – ბონდო მძინარიშვილი

November 16, 05:51
0
150

თვეობით იქნება ამ მდგომარეობაში, სანამ ბედს შეეგუება და მიხვდება, რომ სასჯელი უნდა მოიხადოს! – ჟურნალისტი ბონდო მინარიშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„გათენდა და…დილიდან დაიწყება, – “გადაიყვანეთ! გადაიყვანეთ! გადაიყვანეთ!..”სააკაშვილს ადვოკატები და სხვა მნახველები არ ეტყვიან, მათ თავისი ინტერესი აქვთ, და რაკი ტელევიზორს უყურებს, იქნებ, ვინმე გონიერი გამოჩნდეს, ვინც შეაგნებინებს: არავინ მისცემს საშუალებას, ციხის ტერიტორიას გასცდეს! არანაირი შანსი არ აქვს, პატიმრობას თავი დააღწიოს სამოქალაქო კლინიკიდან გაქცევით, რადგან ამ მცდელობას საშინელი სისხლისღვრა მოჰყვება! ხელისუფლება ამას არ დაუშვებს!სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ დამნაშავეა! და თვეობით იქნება ამ მდგომარეობაში, სანამ ბედს შეეგუება და მიხვდება, რომ სასჯელი უნდა მოიხადოს!სააკაშვილი ტერორისტად იქცა და საკუთარი თავი და გუნდი მძევლად აიყვანა!სირცხვილია, რასაც გვაყურებინებს!“ – წერს ბონდო მძინარიშვილი.

Cesko