“ძალიან სამწუხაროა, რომ ამის დაწერა მიწევს შენზე, მაგრამ შენ ხარ “ზონდერი“ – ვის მიმართავს ნოდარ მელაძე?

November 16, 05:55
0
5 views

როგორ არ გრცხვენია, ასეთად რომ იქეცი! – ჟურნალისტი ნოდარ მელაძე იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნატა მახვილაძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.

,,Natalia Makhviladze გაიცანით ეს არის ადამიანის, რომელსაც ომი აქვს გაჩაღებული დამოუკიდებელი მედიის წინააღდეგ! ნატა, ძალიან სამწუხაროა, რომ ამის დაწერა მიწევს შენზე, მაგრამ შენ ხარ “ზონდერი”.

იუსტიციის მინისტრის ბრიფინგის შესახებ შეტყობინება “ტვ პირველში” შემოვიდა 13:00. ამ დროს მთელი სამთავრობო მედია უკვე იუსტიციის სამინისტროში იყო.

არადა მანამდე 12:42 იუსტიციის სამინისტროს პრესმდივანს, დავურეკეთ ტელეფონზე არ გვიპასუხა. რამდენიმე წუთში მოგვწერა, რომ გვაცნობებოდა, როდესაც დაიგეგმებოდა ბრიფიგი. მოიტყუა!!! ბრიფინგი დაგეგმილიც იყო და მედიაც უკვე იქ იყო!

პ.ს. Natalia Makhviladze რად გიღირს, ამ ყველფერის კეთება? სამსახურიდან რომ გამოხვალ, სახლში რომ მიხვალ, მაშინ მაინც დაფიქრდი, რომ იმ ადამიანებს ეომები, ვისთან ერთადაც იმ დიდი ნიუსრუმში იდექი ივანიშვილის რეჟიმის სისასტიკეზე გაცხარებული ღაღადებდი!

როგორ არ გრცხვენია, ასეთად რომ იქეცი!“ – წერს მელაძე სოციალურ ქსელში.

Cesko