„მაკვირვებს ექიმების დიდი ნაწილის დუმილი, როცა საქვეყნოდ კვდება პაციენტი და ხმას არ იღებენ“ – ინგა გრიგოლია

November 16, 05:56
0
90

„ყველაზე მეტად ამ სამყაროში, პატივს ვცემ პროფესია-ექიმს. ყველაზე მეტად! ვაფასებ და ვენდობი ქართველ ექიმებს და ჯანმრთელობის ურთულესი პრობლემა როცა მქონია, არასოდეს წავსულვარ სამკურნალოდ ქვეყნის გარეთ ,იმიტომ რომ თვალდახუჭული ვენდობოდი ქართველ ექიმებს.

ახლა? ახლა მაკვირვებს მათი დიდი ნაწილის დუმილი, როცა საქვეყნოდ კვდება პაციენტი და ხმას არ იღებენ.

მესმის, რომ სადაზღვევო ინტერესებითაა მიბმული ბევრი კლინიკა სახელმწიფოზე და ეშინიათ, არ დაკარგონ დაფინანსება.. მაგრამ არ მესმის, ამან როგორ შეიძლება გადაწონოს უმძიმესი პაციენტის სიკვდილის საფრთხე და როგორ შეიძლება გაჩუმდნენ ამ დროს. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, კონსილიუმში შემავალი ექიმები ხმას ამოიღებენ!

არც ერთი დაფინანსება არ ღირს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიზანმიმართულ მკვლელობაზე თვალების დახუჭვად. – გაბედეთ და ხმამაღლა თქვით თქვენი სათქმელი და მოითხოვეთ მოშიმშილე პრეზიდენტის შესაბამის კლინიკაში გადაყვანა!

ძალიან მძიმე ისტორია იწერება ახლა და ნუ მოაწერთ ხელს ამ ისტორიას, ჰიპოკრატეს ფიცის დამდები ხალხი“! – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.

Cesko