„მომისმინეთ გთხოვთ! ხომ არ ვამბობ, რომ სააკაშვილი უნდა განვამწესოთ თანამდებობაზე?!“ – ირაკლი ღლონტი

November 16, 06:12
0
96

ირაკლი ღლონტი სოციალურ ქსელში წერს:

„მომისმინეთ გთხოვთ ! ხომ არ ვამბობ, რომ სააკაშვილი უნდა განვამწესოთ თანამდებობაზე ?! მე ვამბობ, რომ მას აქვს სიცოცხლის და სამართლიანი სასამართლოს უფლება და ეს ახლა დამოკიდებულია მის ჰოსპიტალიზებაზე !

მე რომ ახლა მოგიწოდებდეთ მ. სააკაშვილის თანამდებობაზე არჩევას ნორმალური იქნება საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა, მათ შორის წინააღმდეგობაც, ეს პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ მე ხომ ახლა სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ვწერ, მოგმართავთ და ვაქტიურობ ?!

ნუთუ მისაღებია თქვენთვის ამ პროკრემლისტურმა რეჟიმმა აღასრულოს პუტინის ოცნება და მოგვიკლან მეორე პრეზიდენტი ?! ნუთუ მისაღებია, რომ გავახაროთ მტერი ?!

შეიძლება ვიღაცა გულწრფელო წყენის, ზოგი სამსახურის ან სხვა მიზეზების გამო არ დგახართ ჩვენს გვერდით, გავიგე, სადღაც, თითქოს მესმის თქვენი, მაგრამ გაჩუმდით მაინც, ნუ ასხამთ მტრის წისქვილზე წყალს…

დაფიქრდით, დაფიქრდით, ცოტაა დრო… გთხოვთ დაფიქრდით !“

Cesko