„ამას მხოლოდ საქართველოში თუ შეესწრები“ – თამარ ივერი

November 15, 06:56
0
99

ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში წერს:

„მხოლოდ საქართველოში თუ შეესწრები (და ისიც ხშირად) როცა მომხმარებელი გამყიდველს საბანკო ბარათს აწვდის ტერმინალში გასატარებლად და თან პინ კოდს ეუბნება: გთხოვთ,ესა და ეს ციფრები ამიკრიფეთო, დანარჩენ მსოფლიოში…პინ კოდი მკაცრად კონფიდენციალურია. როცა ტერმინალი ცოტა შორს უდევთ და ბარათი მიმიცია, ჩემთვისაც უკითხავთ გამყიდველებს, თუ გინდათ, გვითხარით და პინ კოდსაც ჩვენ აგიკრიფავთო.

ამ სიცილის მიღმა კი დიდი სევდა იმალება.ეს კი იმის ბრალია რომ…საბრალო ადამიანებს თვიდან თვემდე მიზერული პენსიის და ხელფასის გარდა ანგარიშზე არაფერი უდევთ და უკვე აღარც იმ ოხერი პინ კოდის კარნახის ეშინიათ ან ედარდებათ.რაც არ გაქვს… რა უნდა მოგიხსნას ვინმემ. ამაშია მთელი ფილოსოფია,რაც უკვე სულ აღარ ხდება სასაცილო“

Cesko