სამედიცინო ასოციაციები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

November 15, 06:54
0
5 views

სამედიცინო ასოციაციები მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.  ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექიმები კონსილიუმის წევრებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

“აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ:

  1. დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სათანადოდ აღჭურვილ პოლიპროფილურ კლინიკაში;
  2. ტრანსპორტირების და შემდგომი მკურნალობის პროცესის უსაფრთხოება უზრუნველყონ ძალოვანმა სტრუქტურებმა
  3. მოვუწოდებთ ყველას, ნუ გარევთ ექიმებს პოლიტიკაში, მოგვეცით საშუალება ჩვენი საქმე ვაკეთოთ!”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. აიპ “საქართველოს უროლოგთა ასოციაცია” – არჩილ ჩხოტუა
  2. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია სმგა” – თენგიზ ასათიანი
  3. აიპ “საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაცია” – ნიკოლოზ კინტრაია
  4. აიპ “საქართველოს ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია”- კონსტანტინე ყიფიანი, ზაზა ლაზარაშვილი
  5. აიპ “ალიანსი კიბოს წინააღმდეგ” – მიხეილ ჯანჯალია
  6. აიპ “სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი” – გიორგი ჩახუნაშვილი
  7. აიპ საქართველოს ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის ფსიქიატრთა საზოგადოება” – ეკა ჭყონია, ნინო ოკრიბელაშვილი
  8. საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია კახაბერ ეცადაშვილი
  9. საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემბრიოლოგიის ასოციაცია ლიკა ჭყონია
  10. ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი – მარინა შიხაშვილი
  11. აიპ “ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება” – მარიკა ალფაიძე
  12. ბიოსამედიცინო კვლევების განვითარების ასოციაცია – ლუიზა გაბუნია
  13. ქრონიკულ დაავადებათა მონიტორინგის ასოციაცია ელისაბედ კუჭავა
  14. საქართველოს მერაბ კილაძის სახელობის მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია- დავით აბულაძე
  15. საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება- არჩილ ჩუხრუკიძე
  16. ალიანსი “ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლა. ” ლიანა სირაძე
Cesko