რაში გამოიხატება არაადამიანური და წამებასთან გაიგივებული მოპყრობა?! – დიმიტრი ლორთქიფანიძე “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს” ამხელს

November 14, 22:10
0
1558
 უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე   საპასუხო კითხვებით მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც სააკაშვილის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის ვიდეოკადრები “არაადამიანურ და წამებასთან გაიგივებულ მოპყრობად” შეაფასა: 

– სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური • State Inspector’s Service ! ! !

– “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონი “პატიმრობის კოდექსი” , ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიმართ, მისი მხრიდან დაუმორჩილებლობისა ან ძალადობის გამოვლინების შემთხვევაში , თანახმად 57-ე პრიმა მუხლისა, ითვალისწინებს სპეციალური საშუალებების გამოყენების დაშვებას, როგორიცაა ხელბორკილი, დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი, ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, არალეთალური იარაღი, აკუსტიკური საშუალება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების ზებგერითი მოწყობილობა, წყალსატყორცნი და სასამსახურო ძაღლი, როგორც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, არც ერთი ჩამოთვლილთაგან გამოყენებული სააკაშვილის წინააღმდეგ არ ყოფილა და ის ხელში აყვანილი გადაიყვანეს, რის შემდეგაც, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პერსონალს, რასაც ასევე არანაირი სადამსჯელო რეაგირება არ მოჰყოლია, გარდა სამართლებრივი შეფასებისა!
კითხვა ისმის, რაში გამოიხატება არაადამიანური და წამებასთან გაიგივებული მოპყრობა?!
პატიმრების, “რეზბალნიცის” მორგში გვამებზე სკოჩით მიმაგრების პრაქტიკის დამნერგავი რეჟიმის თავკაცს, რომელიც ციხეებიდან “სიკვდილის ექსპორტს” ეწეოდა, მიცვალებულებზე სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკებში ეპიკრიზებს აწერინებდა და მერე ამ კლინიკების მთავარ ექიმებს საკრებულოს წევრებად ირჩევდა და “ავერბოვკებდა”, იმ ჰაერით სუნთქვაც არ სურს, რომელიც მის მსხვერპლთა აჩრდილებით, მათი გმინვითა და კვნესითაა გაჟღენთილი, ეს აგიჟებს და აღაშფოთებს ზუსტად მასში ჩასახლებულ დემონს!!!!”
 – წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე

 

Cesko