„უკან – თავგამოყოფილი სოზარ სუბარია. მის წინ – სულხან მოლაშვილი. სახეამოჭრილი – მიხეილ სააკაშვილი“ – რა ფოტოს ავრცელებს თამარ ჩერგოლეიშვილი

November 14, 23:06
0
6 views

„ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ფოტოს ავრცელებს და წერს:

„უკან – თავგამოყოფილი სოზარ სუბარია. მის წინ – სულხან მოლაშვილი. სახეამოჭრილი – მიხეილ სააკაშვილი. გვერდზე – თქვენი მონამორჩილი. 1998 წელია, ჩაქვში მივდივართ – ჩემი ორგანიზაციის, ამერიკის იურისტთა ასოციაციის ღონისძებაა სასამართლო რეფორმაზე. მიშა ამოჭრილი იმიტომაა, რომ სუპერმენის ჩარჩოში ჩავსვი რევოლუცია რომ მოხდა – 2003 წლის დეკემბერში და დაბადების დღეზე ვაჩუქე. მერე ხშირად ვნანობდი. მეგონა რომ არასწორი იდეა მივეცი, მერე თავს ვარწმუნებდი, რომ ეს იდეა ისედაც ჰქონდა და მე არაფერი დამიმატებია, მერე თავიდან ვნანობდი. მერე ვთხოვდი, სუპერგმირის წესი ისაა, რომ თუ არ დაიფერფლა როგორც სუპერგმირი და თავიდან არ აღსდგა, ისე ვილანად გადაიქცევა მეთქი. მოკლედ, ეს ამოჭრილი სურათი ხშირად გამხდარა ჩემი დაფიქრების საგანი.“

შეიძლება იყოს 3 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
Cesko