ხუხაშვილი ბრეგაძეს: ერთმანეთში გერევათ პოლიტ-პატიმრის და სინდისის პატიმრის განმარტებები

November 14, 23:13
0
6 views

მე განგიმარტავთ ბატონო რატი – პოლიტ-პატიმარი არის პირი, რომლის საქმეში ფიგურირებს პოლიტიკური კომპონენტი, ანუ მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ხდება მართლმსაჯულების პოლიტიზირება, იმის მიუხედავად ის დამნაშავეა, თუ არა.

თქვენ ერთმანეთში გერევათ პოლიტ-პატიმრის და სინდისის პატიმრის განმარტებები. ან საიდან უნდა იცოდეთ განსხვავება ფუნთუშებზე გაზრდილმა ახალგაზრდამ, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლების ზურგს უკან ამოფარებულს შეგიძლიათ ყელ-ყელაობა და ორივე სტატუსი უცხოა თქვენთვის…

წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რითაც ეხმაურება იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებას, რომელიც ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას წერილს ეხმაურება და ტერმინ პოლიტიკური პატიმარის განმარტებას ითხოვს.

Cesko