,,დღეს გვარამია და მთელი სექტა გაამწარა ირაკლი კობახიძის ნათქვამმა ფრაზამ“ – გია გაბრიჭიძე

November 14, 23:08
0
10 views

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე:

,,დღეს გვარამია და მთელი სექტა გაამწარა ირაკლი კობახიძის ნათქვამმა ფრაზამ – არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა.
ნამდვილად არ მახსოვს ვინ თქვა პირველად ეს აქსიომა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ხშირად მომისმენია და როგორც სტატიებში, ასევე ფბ სტატუსებში ხშირად წამიკითხავს.
საკუთარი თვალითაც გვინახავს, თუ როგორ დაემუქრა მშვიდობას დარღვეული სამართლიანობა და ყოველთვის გამოგვითქვამს საყვედური თუ კრიტიკა.
მმართველი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარის მხრიდან ამ ფრაზის გახმიანება გამოჩნდა როგორც მკაფიო განაცხადი იმის შესახებ, რომ სამართლიანობა დადგება, რაც მშვიდობის უმთავრესი გარანტიაა.
ბუნებრივია ეს განცხადება არ მოეწონა იმ ხალხს, ვინც სხვადასვა სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზის გამო დაუძვრა მართლმსაჯულებას. არ მოეწონა იმ ხალხს, ვისაც არ სურს მშვიდობა და ძალადობით უნდა ძალაუფლების ხელში ჩაგდება. არ მოეწონა იმ ხალხს, ვისაც საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონად ჰქონდა გადაქცეული. არ მოეწონა იმ ხალხს, ვის ბოროტ ამბიციებს სამართლიანობის დამყარება პოლიტიკური სივრციდან გააქრობს.
სწორედ უსამართლობა და ძალადობაა რუსული წესი, ხოლო ევროპული კი სამართლიანობა დემოკრატია, დაცულობა და განვითარება.
სამწუხაროდ ფასადური დემოკრატიით და ინფორმაციის დამახინჯებული მიწოდებით საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არასწორად ხედავს რეალობას და აშკარად საპირისპირო შეფასებებს აკეთებს, რაშიც საკმაოდ დიდი წვლილი ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი პარტნიორის არაადეკვატური შეფასებებიც უწყობს ხელს.
ის რომ ამის შესახებ ვსაუბრობდით, მივმართავდით ხელისუფლებას, ვაკეთებდით სხვადასხვა სახის განცხადებებს და ამაზე რეალური პასუხი, თუ ქმედება არ იყო გულისწყვეტას იწვევდა, მაგრამ დღეს ირაკლი კობახიძის გაკეთებული განცხადება და ღარიბაშვილის ის ნაბიჯები, რაც პრემიერმა უნდა გადადგას, იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანას შესწევს ძალა დაამყაროს სამართლიანობა, ანუ დაამყაროს მშვიდობა”

Cesko