”მანქანაში ჩააგდეს და ჯვრის დასაწერად გააქანეს” – შემთხვევით ქუთაისელმა ბიჭმა შეყვარებულის ნაცვლად დედამისი მოიტაცა

November 14, 23:07
0
498

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ქუთაისში “კურიოზი” მოხდა, ბიჭმა შეყვარებულის მაგივრად მისი დედა მოიტაცა.

თურმე ეს გოგო და დედამისი ღამით სასეირნოდ ყოფილან გამოსულები, ამ საწყალ ბიჭებსაც კიდე სიბნელეში შეშლიათ და დედამისი ჩაუგდიათ მანქანაში და ჯვრის დასაწერათ გააქანეს.

შემდეგ ისევ გოგოს უვაჟკაცია და შეყვარებულისთვის დაურეკია დედაჩემი მოიტაცესო. გაკვირბულმა ბიჭებმა უცებ მოხადეს ტყვეს ტომარა და რას ხედავენ, მომავალი სასიდედრო ჩაუგდიათ მანქანაში.

წავიდა ბოდიშების ხდა, თუმცა სასიდედროს წყევლას მაინც ვერცერთი გადაურჩა.”

ეს შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა და საბედნიეროდ გოგო და ბიჭი უკვე ცოლ-ქმარნი არიან.

Cesko