,,ეეეჰ, მიხეილ…როგორ ღრმად გასჯდომია ბავშვობის შიშები” – მაია ნიკოლეიშვილი

November 14, 22:06
0
356

სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი:

,,თუ უძილობისგან თვალები ჩაგიწითლდათ, ან კონიუნქტივიტი გაქვთ, არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ ოფთალმოლოგთან, მოერიდეთ ქუჩაში გასვლას, თორემ შეიძლება ვინმე “ნაცი” გადაგეყაროთ და მისი ბელადის მაგალითით, “პუტინის ჯალათად” მიგიჩნიოთ! (იხ. ვიდეო “მიხეილის ისტერიკა”).

ეეეჰ, მიხეილ…როგორ ღრმად გასჯდომია ბავშვობის შიშები: “ბებია, ბებია, რატომ გაქვს დიდი, და შესაბამისად, ჩაწითლებული თვალები?” “ბებია, ბებია…..” ნამდვილად საშიში და სადო-მაზოხისტური შინაარსების შემცველი ზღაპარია “წითელქუდა”! დავიჯერო, ყველა სექტანტი “წითელქუდაზე” გაიზარდა?

ეეეჰ, მიხეილ… 2 წლის ბავშვი პროტესტის ნიშნად ზუსტად ასე გაწვება ხოლმე იატაკზე, ფეხებსაც ასევე იქნევს  გაბრაზებული ასე, ერთი ხელის მოსმით, წამებში გადამიყრის ხოლმე, მაგიდიდან, რასაც მიწვდება. როცა ბავშვი 2 წლისაა, ეს ქცევა მისი ასაკის შესაბამისია. მაგრამ…50-ს გადაცილებული, ამოჩაჩული “ზეკაცის” იატაკზე გაწოლა და ზუსტად 2 წლის ბავშვის მსგავსი ხელის მოძრაობებით გადაყრილი სამედიცინო ხელსაწყოები…ძნელია, ძნელი, სანახავად.

ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, მისი ცოდვა მოგეცეთ, ვინც ამ ფსიქოტიპის კაცის ასეთი მდგომარეობით სარგებლობთ და ამით სარგებლის მიღება გსურთ.
კოლექტიური ფსიქოზიც …
“პუტინის ბოდვაც”…
მეტს აღარ ვიტყვი… ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე…

P.S. როცა ფიურერი-მიშა ზენიტში იყო, სახლში ვიჯექი და მხოლოდ წიგნების კითხვით ვაგრძელებდი სიცოცხლეს…მაშინ ლეონ ფეიხტვანგერის “ცრუ ნერონი” კიდევ ერთხელ, ახლებურად გადავიკითხე და ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ქართველი ფიურერის ბოლო. გუშინწინ პრაქტიკულად “ცრუ ნერონის” ბოლო ვნახე, ოღონდ, გალიის ნაცვლად, სასწრაფო დახმარების მანქანაში მჯდომის….”

Cesko