ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში წერს:
“ივანიშვილი არ წასულაო, რომ მოთქვამთ, წავიდა, თუ არ წასულა, თქვენ გვერდით არაა და გეოგრაფიაა მთავარი?
იქნება მოგმართათ, წერილი დაწერა, იქნება?
არ “დაგიკიდათ”, იქნება?
არ აიღო იქნება, პასუხისმგებლობა, არ დაგასვათ იქნება თავზე ოთხმეზურის მკვლელის ციხიდან გამომშვები სალომე?
კორუმპირებული ღარიბაშვილი?
აგრესიული კობახიძე?
და ამის მერე არ გაქრა, იქნება?
2018-ში ხომ სალომეს კი არა ბიძინას მიეცით ხმა?
სადაა თქვენი ხმა ახლა?
გეოგრაფიას რა ჭკუა აქვს?
თუ ამერიკაშია, კი არ გაიქცა, გაიყვანა ესე იგი ამერიკამ, მაგრამ…
რა მნიშვნელობა აქვს სადაა, თუ მთავარი ისაა, რომ “დაგიკიდათ” და თქვენ გვერდით არაა?
სოფლები, ქალაქები, ქარხნები, დაზარალებულები რომ გადააგდო – მაშინ რომ გაგეღოთ ხმა, ახლა გეოგრაფიით არ იქნებოდით დაკავებულნი!
მეტად როგორ გითხრათ ივანიშვილმა, “მკიდიხართო”?
ასეთი მოვლენების ფონზე, სადღაც რომ თბილად ზის და თქვენ ნერვებს იშლით, ხმა რომ არ გაუღია, ესეც არაფერს გეუბნებათ?
კაცმა სახელმწიფოს მართვაზე აიღო პასუხისმგებლობა, 2018-ში მეორედ, ჩაუდგა თავდებში აგრესიულ ფრთას, მე მივხედავ, ოღონდ აირჩიეთო, მერე ეს თავდებობაც და ხმებიც “დაიკიდა” და გაქრა – აი, არ მესმის, ვერ ვხვდები, მართლა როგორ უნდა გითხრათ მეტად, რომ აღარ აინტერესებთ, მოწყინდა ეს თამაში, მოწყინდააო, და თუ არ გაუშვებთ, სისხლს დაღვრის, დაანგრევს ქვეყანას და ისე წავა…
ბანკი არ გპატიობს 5 000 ლარზე თავდებობას და ეს ქვეყნის მართვაში ჩაუდგა აგრესიულ ფრთას თავდებად და არაფერი…”