“ბრიუგედან ბრიუსელში ვბრუნდებოდი და წვიმაში გზაზე მამაკაცი დავინახე სვანური ქუდით…” – გიორგი პირველი

November 14, 22:06
0
9 views

გიორგი პირველი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

“წინა კვირას მანქანით წავედით ბრიუსელიდან ბრიუგეში ,,წმინდა სისხლის” ბაზილიკური ტაძრის სანახავად. მასში ინახება რელიქვია – ქრისტეს სისხლი, რომელიც სავარაუდოდ შეაგროვა იოსებ არიმათიელმა და წმინდა მიწიდან ჩამოიტანა ტიერი ელზასელმა, ფლანდრიის გრაფმა.
უკანა გზაზე ტრასიდან გადავუხვიეთ. შევიარეთ სასადილოდ ქალაქ ალტერში. წვიმდა. მანქანით ვმოძრაობდი ძალიან დაბალი სიჩქარით და თან ვათვალიერებდი არემარეს.
უცებ თვალში მომხვდა მაღალი ბრგე მამაკაცი, დაახლოებით 65  წლის, რომელიც ფეხით გზას მიუყვებოდა და თავზე ეხურა სვანური ქუდი, ოდნავ შელახული.

უცებ გადავხტი მანქანიდან, მივვარდი მასთან და ფრანგულად შევეკითხე –  ,,საიდან გაქვთ ეს ქუდი?” მანაც სუფთა ფრანგულით მიპასუხა – ,, ეს ქუდი ჩემი სამშობლოდან ჩამოვიტანე” და რაღაც განცვიფრებული მომაშტერდა. ასევე ფრანგულად ვთხოვე, მოსულიყო მანქანის საბარგულთან. გავხსენი საბარგული, სადაც 7-8 ცალი სვანური ქუდი მელაგა.
ამჯერად ქართულად ვუთხარი – “ამოირჩიე, რამდენიც გინდა ჩემო ძმაო ქუდები”

კაცს ხელიდან კინაღამ გაუვარდა ჩანთა სიხარულით. გადავეხვიეთ ერთმანეთს და ასე ვიდექით რამოდენიმე წუთი.
ის რაჭველია ონის რაიონიდან და 20 წელზე მეტია, აქ ცხოვრობს ,,პურუკებს აცხობს” და ოჯახიც თან ჰყავს წაყვანილი. ცხოვრობს ბედნიერად, მაგრამ უსამშობლოდ.
ბევრი გვეხვეწა მის სახლში მივსულიყავით და დაგვესვენა, მაგრამ დავპირდი რომ აუცილებლად ვესტუმრებოდი. ყველა ფერის სვანური ქუდი დაუტოვე, ერთი ბოთლი ,,ხვანჭკარა” მქონდა და გამეხარდა, რომ მანქანაში აღმომაჩნდა იმ დროს და იმ ადგილზე.
ჩემი თანამგზავრები მთელი გზა მაკვირდებოდნენ და მანქანიდან ჩასვლისას მითხრეს, რომ ძალიან სენტიმენტალურები და თბილები ხართ ეს ქართველები და ამაშია თქვენი სიძლიერეო…”

Cesko