„ზოგს მოენატრა სააკაშვილის დრო, როცა იყო პრივილეგირებულ ადვოკატთა ჯგუფში, რომელიც ექსკლუზიურად აკეთებდა საპროცესობს და ამით მდიდრდებოდა“ – ნიკოლოზ მჟავანაძე

November 24, 11:41
0
181

როდესაც პატიმარი წინააღმდეგობას წევს, პენიტენციურ სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს იძულების ღონისძიება და გამოიყენოს პროპორციული ძალა! – ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს და ადვოკატების ნაწილს ანგარებაში ადანაშაულებს.

ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი მლიქვნელი, ფარისეველი და გაუნათლებელი ადამიანებია. დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს მსგავსი ადამიანების დიდი ლუსტრაცია. გასაგებია რომ ინჟინერი, ექიმი და ეკონომისტი შეიძლება ვერ მიხვდეს იურიდიულ ნიუანსებსა და სამართლებრივ საკითხებს, მაგრამ თავი რომ მოგაქვს პროფესიონალ ადვოკატად და საუბრობ რომ არ შეიძლება პრეზიდენტის დამცირება , შეურაცხყოფა და ცუდად მოპყრობაო არ გრცხვენია ამის მტკიცების?ამ ყველაფერს აქვს რამდენიმე ახსნა ან ხარ სააკაშვილის დანაშაულებრივი სექტის წევრი, ან ფარისეველი, ფიქრობ მიშა ბრუნდება და მოდი მეც შევეტენებიო, ან უწიგნური თორემ შეიძლება გაიმეორო ის რასაც ნაცმედია ლაპარაკობს.როდესაც პატიმარი წინააღმდეგობას წევს: არ მიდის, ჯდება ან წვება, რათა არ შეასრულოს ადმინისტრაციის მითითება გადაადგილების შესახებ – ასეთ შემთხვევაში პენიტენციურ სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს იძულების ღონისძიება და გამოიყენოს პროპორციული ძალა!.. ხელ-ფეხით გაყვანა სპეცინსტრუქციითაა გათვალისწინებული, რაც წინააღმდეგობის აღკვეთის პრაქტიკაა. სტრასბურგის სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა: “ციხის ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნისადმი აქტიური ან პასიური წინააღმდეგობის გაწევის დროს, სავსებით დასაშვებია ძალის პროპორციული გამოყენება დესტრუქციის აღსაკვეთად, რაც წამებად ან დამამცირებელ მოპყრობად ვერ იქნება მიჩნეულიო!..”როგორც ჩანს ზოგს მოენატრა ის დრო როცა სააკაშვილის დროს იყო პრივილეგირებულ ადვოკატთა ჯგუფში რომელიც ექსკლუზიურად აკეთებდა საპროცესობს და ამით მდიდრდებოდა. აბა გამამართლებელი განაჩენი მაშინ არ გამოდიოდა და არც სოციალურ ქსელში წერდა ვინმე აღნიშნულ ადვოკატთაგან ამის გამო საპროტესტო პოსტებს.დღევანდელ სასამართლოსა და პროკურატურაშიც უამრავი ნაკლოვანებებია, ნაგრამ წარსულის და აწყმოს შორის განსხვავება დიდია“ – წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

Cesko