“დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს თავს” – თიკა კანდელაკი ფოტოს ავრცელებს

November 14, 22:05
0
58

რუსეთში მცხოვრები ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი 46 წლის გახდა. მან დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„ჩემს დაბადების დღეზე მინდა გულწრფელად გადავუხადო მადლობა ყველას, ვისაც ჩემი არ სჯეროდა. ასეთმა ადამიანებმა მომცეს მოტივაცია, რომ თბილისიდან წამოვსულიყავი – როცა ამბობდნენ, რომ მოსკოვში არაფერი გამომივიდოდა. უკვე აქ რომ მეუბნებოდნენ, რომ ასეთი გარეგნობითა და აქცენტით ვერასდროს გავხდებოდი ტელეწამყვანი.

მერე დაიწყო საუბრები იმაზე, რომ დავრჩენილიყავი ტელეწამყვანად და კორპორატიულების წაყვანად. არ შევმძვრალიყავი პროდიუსერობაზე, სადაც შანსები არ მქონდა. იმასაც ამბობდნენ, რომ დავჯერებოდი მცირე პროდაქშენსა და რამდენიმე პროექტს, რადგან ბიზნესში ყველა ადგილი დიდი ხნის დაკავებული იყო…

მოგვიანებით, თვალებში მიყურებდნენ და მიმტკიცებდნენ, რომ ქალს არ შეეძლო სპორტული არხის გაძღოლა, გუნდის შექმნა და დამტკიცება, რომ სპორტული ტელევიზია შეიძლება იყოს ყველაზე განხილვადი ჩვენს ქვეყანაში.

ყველას, ვინც მაკრიტიკებდა, ეჭვობდა და განაჩენი გამოჰქონდა ცემთვის, მადლობას ვუხდი მთელი გულით. ძალიან მადლიერი ვარ მათიც, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ. ეს ადამიანების ძალიან ვიწრო წრეა. ჩემს ცხოვრებას დავთმობ თქვენთვის და ყოველთვის მთად გედგებით.

ადამიანების უნდობლობა იყო, არის და იქნება ყველაზე დიდი დრაივერი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მიღვიძებს აზარტს და სურვილს, გავუცრუო მათ მოლოდინები…

დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს თავს“, – წერს კანდელაკი და ფოტოს აქვეყნებს.

Cesko