„მშობლებს ინფექციამ ორი შვილი მოუკლა, დედამ თმები გაიშალა და საფლავამდე სიმღერით გააცილა შვილი…“ – რა ტრაგედიაზე წერს ანა მიქაძე?

November 11, 19:04
0
8 views

ქართული რძის პროდუქტების მკვლევარი ანა მიქაძე სოციალურ ქსელში თავისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ წერს და ჰყვება თუ როგორ მოუკლა მის მშობლებს ორი შვილი ინფექციურმა დაავადებამ.

„ჩემს მშობლებს წითელა ბატონებმა ორი შვილი მოუკლა – 5 წლის მწვანეთვალება ქერაკულულებიანი გოგონა და ერთი წლის ზაზა… გოგონა ისეთი ლამაზი იყო ქუჩაში აჩერებდნენ დედაჩემს და ბავშვს ხელით ეხებოდნენ –  ნამდვილი თუაო.. მის სიკვდილს პატარა მეგრულ ქალაქში ლეგენდები მოჰყვა… დედამ თმები გაიშალა და

საფლავამდე სიმღერით გააცილა შვილი. დედა თავად იყო ულამაზესი ქალი და მისი ეს სიმღერა – არაჩვეულებრივად მღეროდა – თავზარდამცემი იყო პროცესიაში მონაწილე ხალხისთვის.

სახლში დაბრუნებულ დედაჩემს თავისი რძალი, ჩემი უსაყვარლესი დედუა დახვდა, მანაც წინა კვირას გაასვენა წითელათი გარდაცვლილი ამ ხნისვე გოგონა. მგლოვიარე დედებმა გაშალეს ბავშვების სამოსები და მათი მოთქმა გულს უკლავდა პატარა ქალაქის მაცხოვრებელს… მოთქმისას ხან ერთ ბავშვსს უხმობდა დედა, ხან ჩემი დედუა თავის გოგოს. ამ ამბის მოწმეა ის პატარა ქალაქი და ცხადია, დიდხანს დაამახსოვრდა. ერთ დილას, ამ ორ ხმაში მოტირალმა დედებმა კედელზე მრგვალი ჩრდილები შეამჩნიეს და დაიწყო მისტიკური ისტორია… ორივე შეთანხმებულად ჩათვალა რომ ეს დალიკო და ჩინარა იყვნენ. ამბავი ისე განვითარდა. დადგა უზარმაზარი რიგი… და ამ დედების სრულიად გამაოგნებელ დიალოგს შვილებთან, როგორც კინოს ისე უყურებდა ხალხი…

მოიყვანეს მღვდელი. შეშფოთდა რაიკომი პარტკომი და დოზანა და ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო მზის ეფექტი, ცვლიდნენ ფარდებს, დარაბებს, ეს ორი ბურთი კი არ ქრებოდა… ბოლოს რაღაც დროს უკვე სანახაობად გადაქცეულმა ისტერიამ პიკს მიაღწია და ჩემი დედიკო და დედუა ისე დაიღალნენ და გამოიფიტნენ… „ბავშვები“ გაქრნენ…..

ამ ამბიდან 18 წლის მერე გავჩნდი მე და დავიბადე ისე მისტიურად ეს ცალკე მოსაყოლია… ბებია ქალმა ჩემად გაუმხილა დედას შვილმკვდარი დედა ხარ და შენს ახალშობილს აცრას უკეთებენ და იქნებ არ გინდაო… რას ჰქვია არ მინდა – ყველაფერი გაუკეთეთ რაც ეკუთვნის. ნეტა მაშინ ყოფილიყო ეს დალოცვილი ახლა 18 წლის გოგო მეყოლებოდაო. ხოდა მაზის ის ყვავილი „ბეცეჟე“. მე და მთელ თაობას… წითელას აგრესიაც თანდათან ჩაცხრა…“ – წერს ანა მიქაძე.

Cesko