„სააკაშვილი კრემლის სასარგებლო იდიოტია!“ – გია აბაშიძე

November 24, 11:42
0
6 views

„სააკაშვილის სექტის ფლიდური აღშფოთება ამ ფაქტზე ნამდვილად ტრაგიკომიკურია“- ანალიტიკოსი გია აბაშიძე რუსულ არხზე გასული გადაცემის გამო საქართველოში ამტყდარ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„დავიწყოთ იქედან, რომ რუსეთი ოკუპანტია და კრემლი მისი თავკაცის მეთაურობით საქართველოს #1 მტერი!▶️რუსულ არხზე გადაცემა 60 минут-ში იატაკზე გაფენილი საქართველოს დროშის შესახებ. თუ ამ გადაცების არქივს გადავხედავთ, პროდიუსერებს აქვთ ასეთი ფორმატი – რომელ ქვეყანაზეც საუბრობენ, კედლებზე და იატაკზე ხდება შესაბამისი დროშების ვიზუალიზაცია. მაგალითად, რუსეთის, მისი მოკავშირე სომხეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, აშშ-ის და ა.შ. სააკაშვილის სექტის ფლიდური აღშფოთება ამ ფაქტზე ნამდვილად ტრაგიკომიკურია. ეს “პატრიოტობა” კატეგორიულად მიუღებელი “ნაცებისგან”, დესტრუქციული ძალისგან, რომელმაც: კოდორი და ახალგორი ჩააბარა ოკუპანტებს. კიდევ უფრო გაურთულა ცხოვრება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ქართველებს;კიდევ უფრო შორეულ დისტანციაზე გადაიტანა შერიგება ოსებთან და აფხაზებთან.აგვისტოს ომის შემდეგ, სულ რამდენიმე თვეში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კაპიტულანტურ რეზოლუციას მოაწერა ხელი, სადაც წერია – 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებდად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა.აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთს მიყიდა სტრატეგიული ობიექტები. საოკუპაციო ხაზთან მუდმივად ცდილობს ხელახალი ესკალაციის წამოწყებას ფსევდოპატრიოტებისა და დანიშნული აქტივისტების საშულებით.#ნაცობასირცხვილია❗სააკაშვილი კრემლის სასარგებლო იდიოტია!“ – წერს გია აბაშიძე.

Cesko