“თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს… მივმართავ ყველას, დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ეს სიცოცხლე” | გიული ალასანია

November 11, 14:43
0
7 views

მივმართავ ყველას, დამეხმარეთ, დაგვეხმარეთ… ნუ დაუშვებთ, რომ მოგვიკლან თვალწინ ადამიანი, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო, წარმატებული სახელმწიფო შეგვიქმნა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

უმძიმესი მდგომარეობა მაქვს. თვალწინ მიკლავენ ერთადერთ შვილს.. მივმართავ ყველას, დამეხმარეთ, დაგვეხმარეთ. მივმართავთ კიდევ ერთხელ ყველას, ნუ დაუშვებთ იმას, რომ მოგვიკლან ასე თვალწინ ადამიანი, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო, წარმატებული სახელმწიფო შეგვიქმნა. რა არის მისი დანაშაული? ის, რომ უყვარს თავისი ქვეყანა, ის რომ არის თავისი ქვეყნის პატრიოტი, რამაც ჩამოიყვანა თავის ქვეყანაში ყველაფრის მიუხედავად, ამ საშიშროების მიუხედავად, რომელიც ნათელი იყო რომ ელოდება. ძირითადი მისი დანაშაული ვიცით რა არის, რომ 2008 წელს მან უბრძოლველად არ ჩააბარა თავისი საყვარელი ქვეყანა აგრესორს, რომელმაც მანამდე მოასწრო მიიტაცა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი.

Cesko