”მიშას მომხრე მეომრები რამდენიმე ქვეყნიდან საქართვლოში შემოსვლას გეგმავენ” – რა ინფორმაციას ფლობს ლაშა ამირეჯიბი (ვიდეო)

November 10, 16:03
0
823

სამოქალაქო აქტივისტის, ლაშა ამირეჯიბის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრები რამდენიმე ქვეყნიდან საქართვლოში შემოსვლას სხვადასხვა გზებით გეგმავენ.

შესაბამისი ინფორმაცია, მან “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში, “დროულ კითხვებში” გაასაჯაროვა. როგორც ამირეჯიბმა გადაცემაში საუბრისას დასძინა, მას აღნიშნული ინფორმაცია კონკრეტულმა ადამიანმა მიაწოდა.

“დამირეკეს უკრაინიდან და მითხრეს, რომ უკრაინიდან, პოლონეთიდან და რამდენიმე სხვა ქვეყნიდან ნელ-ნელა მიშას მომხრები, მეომრები უნდა შემოვიდნენ ფოთიდან. აფხაზებთან და რუსებთან მოლაპარაკებულები არიან. ისინი შემოვლენ სარფიდან, ფოთიდან, აფხაზეთის მხრიდან, ხოლო წალენჯიხა და ზუგდიდი იქნება მათი, ასე ვთქვათ, მოგროვების ცენტრი.

ახლა, რაც შეეხება აქციებს, რომელიც გარეთ იმართება. ეს აქციები 23 ნოემბრამდე უნდა გაგრძელდეს. როგორც მე მეუბნებიან, ეს ადამიანები, რომლებიც შიგნით ტრიალებენ და აქვთ ეს ინფორმაცია, ეს ადამიანი უფრო სწორად, 23 ნოემბერს აპირებენ რბილად, რომ ვთქვათ, რაღაც გრანდიოზულ შეტევას. “ნაციონალური მოძრაობა” და მათ შორის, ნიკა მელია და ა.შ., მაგრამ ეს არავინ არ იცის. მე ამ კაცს ვენდობი იმიტომ, რომ ეს კაცი არის შიგნით და მას აქვს ყველანაირი ინფორმაცია,” – განაცხადა ლაშა ამირეჯიბმა.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, მსგავსი ინფორმაციები ხშირად ვრცელდება ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში არ დასტურდება და დეზინფორმაციის გავრცელება, რომ არ გამოვიდეს, იქნებ დავაზუსტოთ, ამირეჯიბი ირწმუნება, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია ზუსტია.

“მოდი დავარქვათ ამას, რომ რაღაც გრანდიოზულ აქციას აპირებენ. ამ აქციას შეიძლება მოჰყვეს რაღაც არასწორი მოქმედებები, რის შემდეგ რა თქმა უნდა, ვიღაც ვიღაცები კანონით დაისჯება. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მე ამ ადამიანს ვენდობი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის ინფორმაცია, რაც მე მაქვს სიმართლეა და ძალიან ხშირად რა ინფორმაციაც მე გამივრცელებია ყოფილა ნამდვილი,” – განაცხადა ამირეჯიბმა.

Cesko