სესილია თაყაიშვილის დაბადებიდან 115 წელი გავიდა

November 26, 19:39
0
5 views

დღეს ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის სესილია თაყაიშვილის დაბადებიდან 115 წელი გავიდა.

სესილია თაყაიშვილის სამსახიობო მოღვაწეობა ბევრ ცნობილ და მაყურებლისთვის საყვარელ თეატრისა თუ კინოს როლს მოიცავს.

თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ, იგი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამსახიობო დასის წევრი გახდა, სადაც 1930 წლამდე მოღვაწეობდა. მსახიობის მიერ შესრულებული პირველი როლი იყო ჯადოქარი ფატმა თ. ვახვახიშვილის პანტომიმიდან “მზეთამზე”. ასევე, მსახიობი 1930-1966 წლებში მარჯანიშვილის თეატრშიც მოღვაწეობდა. მისი სამსახიობო როლები განსაკუთრებულად სახასიათო და დასამახსოვრებელია. ქალბატონ სესილიას სცენაზე 120-მდე როლი აქვს განსახიერებული, მათ შორისაა, მაგალითად, ქრისტინე (შ. დადიანი “ნინოშვილის გურია”), გვირისტინე (პ. კაკაბაძის “კოლმეურნის ქორწინება”), ოლღა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის “მე ბებია, ილიკო და ილარიონი”), სიუზონი (ბომარშეს “ფიგაროს ქორწინება”), კატარინა (შექსპირის “ჭირვეული ცოლის მორჯულება”), ელისაბედ დედოფალი (შილერის “მარია სტიუარტი”) და სხვა.

სესილია თაყაიშვილმა კინოში მოღვაწეობა 1948 წლიდან დაიწყო. მას შესრულებული აქვს როლები ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: “ჭირვეული მეზობლები”; „საბუდარელი ჭაბუკი”; “მე ბებია ილიკო და ილარიონი”; “დიდოსტატის მარჯვენა“; “ნატვრის ხე“; “დათა თუთაშხია“ და სხვა.

“საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს სესილია თაყაიშვილის შემოქმედებას და ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე”, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს “ფეისბუქგვერდზე.

Cesko