სისხლისღვრით დასრულებული ქორწილი – დაჭრილია 10-მდე ადამიანი დეტალები

0
1280
1,149 Views

გავრცელებული ინფორმაციით, 24 ნო­ემ­ბერს, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მუ­შე­ვან­ში, 10-მდე ადა­მი­ა­ნი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რეს.კონ­ფლიქ­ტი ქორ­წილ­ში და­ი­წყო და შემ­დეგ ქუ­ჩა­ში გაგ­რძელ­და, რაც სის­ხლისღვრით დას­რულ­და. მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ მუ­შე­ვან­ში, რო­ბი­ზონ სე­ლი­მაშ­ვი­ლი მომ­ხდარს ადას­ტუ­რებს.

“სო­ფელ მუ­შე­ვან­ში არის სა­ქორ­წი­ნო დარ­ბა­ზი და იქ ჩა­ტარ­და ქორ­წი­ლი. გოგო და ბიჭი, რო­მელ­მაც იქორ­წი­ნეს, სო­ფელ მუ­შე­ვან­ში ცხოვ­რო­ბენ. სუფ­რა­ზე, რო­გორც ჩანს, ახალ­გაზ­რდებს შო­რის მოხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა, რაც ქუ­ჩა­ში გაგ­რძე­ლებ­და. კერ­ძოდ, სოფ­ლის ბო­ლო­ში წა­სუ­ლან და იქ მომ­ხდა­რა ჩხუ­ბი, შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნია დაჭ­რი­ლი, მათ­გან ოთხი სო­ფელ დარ­ვა­ზი­დან არის, და­ნარ­ჩე­ნე­ბი, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მუ­შე­ვა­ნი­დან არი­ან.რო­გორც ვიცი, პო­ლი­ცია იყო მო­სუ­ლი და და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა. დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ჯი­ბის და­ნე­ბით ყო­ფი­ლან. სე­რი­ო­ზუ­ლი ჩხუ­ბი დარ­ბაზ­ში არ ყო­ფი­ლა, იქ შე­კა­მათ­დნენ და შემ­დეგ წა­სუ­ლან საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად მე­ქორ­წი­ლე­ე­ბი.

სა­ბედ­ნი­ე­როდ. რო­გორც ვიცი, დაჭ­რი­ლე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბაო. რო­გორც მი­თხრეს, რამ­დე­ნი­მე სახ­ლშია უკვე, გა­წე­რეს კლი­ნი­კი­დან. ერთი ახალ­გაზ­რდაა მძი­მედ და ის ბოლ­ნი­სის კლი­ნი­კი­დან მარ­ნე­ულ­ში უნდა გა­და­იყ­ვა­ნონ. კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი რა იყო, ეს ჩემ­თვის უც­ნო­ბია, ალ­ბათ პო­ლი­ცია გა­არ­კვევს დე­ტა­ლებს”,- ამ­ბობს მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

გაცნობებთ, რომ მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია 117-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას. შსს-ს ცნო­ბით­ვე, და­კა­ვე­ბუ­ლია ორი პირი.

წყარო:ambebi.ge

Cesko