რა უნდა გაითვალისწინონ ზოდიაქოს ნიშნებმა, რომ პროფესიულ წარმატებას მიაღწიონ ?

0
338
318 Views

ამ­ქვეყ­ნად მოვ­ლე­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ინ­დი­ვი­დი და უნი­კა­ლუ­რი არ­სე­ბაა. თქვე­ნი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი კი გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, თუ რა გიშ­ლით ხელს კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში. გან­ვი­ხი­ლოთ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ კა­რი­ე­რულ წინსვლას თუ აპი­რებთ:

ვერ­ძი ყვე­ლა­ზე ხში­რად პრო­ფე­სი­ულ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას სი­ფი­ცხეს, უტაქ­ტო­ბა­სა და სულსწრა­ფო­ბას უნდა უმად­ლო­დეს. მისი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლო­ბა და ეგო­იზ­მი ხში­რად იწ­ვევს ზემ­დგომ­თა აღ­შფო­თე­ბას.

კუ­როს ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა სი­ზან­ტე და სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი ში­შია. იგი ვერ ახერ­ხებს ფეხი აუ­წყოს ნო­ვა­ცი­ას, ამის გამო ხში­რად კარ­გავს და­წი­ნა­უ­რე­ბის კარგ შანსს.

ტყუ­პის მთა­ვა­რი ნაკ­ლი ცვა­ლე­ბა­დო­ბა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის მი­მართ. ტყუპს მრა­ვალ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი გა­აჩ­ნია, რის გა­მოც ხში­რად ავი­წყდე­ბა ან ბეზ­რდე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

კირჩხი­ბის­თვის პრობ­ლე­მა ზედ­მე­ტი სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რო­ბაა. მას უჭირს სა­კუ­თა­რი ღირ­სე­ბე­ბის სა­ჯა­როდ დე­მონ­სტრი­რე­ბა, შემ­დგომ­ში კი გული მოს­დით უფ­რო­სო­ბა­ზე იმის გამო, რომ ისი­ნი ჯე­როვ­ნად ვერ აფა­სე­ბენ მის შრო­მა­სა და ღვაწლს.
ასევე დაგაინტერესებთ

ლო­მის პრობ­ლე­მა არა­ჯან­სა­ღი ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა და ეგო­იზ­მია. ლო­მებს არ ხიბ­ლავთ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლის როლი. მი­აჩ­ნი­ათ, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად უფ­რო­სის სა­ვარ­ძე­ლი შე­ე­ფე­რე­ბათ. თუ ასე არაა, ისი­ნი უსაქ­მუ­რო­ბას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ ხელ­ქვე­ი­თის ან უბ­რა­ლო მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ას.

ქალ­წუ­ლის ძი­რი­თა­დი ნაკ­ლი მეწვრილ­მა­ნე­ო­ბა და პე­დან­ტიზ­მია. მას ხში­რად ექ­მნე­ბა კონ­ფლიქ­ტი თა­ნამ­შრომ­ლებ­თან სწო­რედ იმის გამო, რომ ზედ­მე­ტად კრი­ტი­კუ­ლი არი­ან სხვე­ბის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბის მი­მართ. მა­შინ როცა სა­კუ­თარ ნაკლზე მი­თი­თე­ბა არა­ა­დეკ­ვა­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დებთ და ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან ნე­ბის­მი­ერ შე­ნიშ­ვნას.

სას­წო­რის­თვის პრობ­ლე­მაა მერ­ყე­ვი ხა­სი­ა­თი და მუდ­მი­ვი სურ­ვი­ლი აა­მოს გარ­შე­მო მყო­ფებს. სწო­რედ ამის გამო ხდე­ბა სას­წო­რი თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის ნაკ­ლე­ბად და­ფა­სე­ბუ­ლი კად­რი. იმის გამო, რომ იგი გა­ურ­ბის სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას, ზემ­დგო­მებს უჭირთ მისი შემ­ჩნე­ვა.

მო­რი­ე­ლის პრობ­ლე­მა პრო­ფე­სი­ულ სარ­ბი­ელ­ზე ყო­ველ­თვი­საა გულღრძო­ო­ბა და სხვე­ბის­თვის ძი­რის გა­მო­თხრის ჩვე­ვა. იგი ინ­ტრი­გე­ბის დი­დოს­ტა­ტია და ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე ოს­ტა­ტუ­რად ახერ­ხებს თა­ნამ­შრომ­ლე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას. მა­ნამ სა­ნამ თა­ვად­ვე არ აღ­მოჩ­ნდე­ბა სხვის­თვის და­გე­ბულ მა­ხე­ში.

მშვილ­დო­სა­ნი
 წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში და­უკ­ვირ­ვებ­ლო­ბით, დიპ­ლო­მა­ტი­ის უნა­რის სრუ­ლი არ­ქო­ნი­თა და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით იმ­კის. მას უყ­ვარს გუ­ლუხ­ვი და­პი­რე­ბე­ბის და­რი­გე­ბა, და­ნა­პი­რე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად კი რა­ტომ­ღაც ვე­რა­სო­დეს იც­ლის. ამას­თან ერ­თად, შე­ნიშ­ვნებ­ზეც საკ­მა­ოდ მწვა­ვედ რე­ა­გი­რე­ბენ ხოლ­მე.

თხის რქის პრობ­ლე­მა სამ­სა­ხუ­რის მი­მართ ზღვარ­გა­და­სუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ფა­ნა­ტიზ­მამ­დე და­სუ­ლი თავ­და­დე­ბაა. რაც რა­ო­დენ სამ­წუ­ხა­როც არ უნდა იყოს, ხში­რად არ ფას­დე­ბა ზემ­დგომ­თა მხრი­დან. ქრო­ნი­კულ ვორ­კოჰო­ლი­კო­ბას კი თხის რქის­თვის მარ­ტო­ო­დენ ნერ­ვუ­ლი სტრე­სი და დეპ­რე­სია მო­აქვს.

მერ­წყუ­ლი უფ­რო­სე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, რო­გორც წესი, სა­კუ­თა­რი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხა­სი­ა­თი­თა და სა­ყო­ველ­თა­ოდ დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბით იწ­ვევს. ასეთ ხალ­ხს უყ­ვარს მო­იქ­ცეს თა­ვის ჭკუ­ა­ზე, რაც ხში­რად ხდე­ბა მისი სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნის მი­ზე­ზი.

თევ­ზებს დათ­ვურ სამ­სა­ხურს ხათ­რი­ა­ნი ხა­სი­ა­თი და ზედ­მე­ტი სი­მორ­ცხვე უწევს. ისი­ნი იშ­ვი­ა­თად გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან ამ­ბი­ცი­უ­რო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, არა­სო­დეს ითხო­ვენ ხელ­ფა­სის ან თა­ნამ­დე­ბო­ბის მო­მა­ტე­ბას. თუმ­ცა, ეს იმას როდი ნიშ­ნავს, რომ მათ ეს არ სურთ, უბ­რა­ლოდ იმე­დი აქვთ, რომ უფ­რო­სი თა­ვად უნდა მიხ­ვდეს ამას. ეს კი, რო­გორც წესი, ის არა­სო­დეს ხდე­ბა.

Cesko