ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვისაც საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა – იხილეთ დეტალები

0
2206
1,711 Views

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში 65 340 ფიზიკურ პირს 423 141 969,65 ლარი უკვე ჩამოეწერა.

მათივე ცნობით, დავალიანების ჩამოწერის შემდგომ ფიზიკური პირის მიმართ გადახდის უზრუნველსაყოფად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები – საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება და ა.შ. ავტომატურად გაუქმდება.

შემოსავლების სამსახურის განმარტებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ელექტრონულად www.rs.ge პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით (62 553 ფიზიკურ პირზე 282 601 018,12 ლარი), ასევე პირადი (2 787 ფიზიკურ პირზე 140 540 951,53 ლარი) მომართვის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის ინიციატივა შეეხება გადასახადის გადამხდელ ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე სუბიექტებს. პროცესი გულისხმობს იმ აღიარებული საგადასახადო დავალიანების, დარიცხული საურავების ჩათვლით, ჩამოწერას, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის პირველ იანვრამდე.

Cesko