“სხვა ადამიანის 40 წლის წინანდელი დანაშაულის ძიება და მისკენ ხელის გაშვერა არ ათავისუფლებს მშობელს დღევანდელი საქციელისგან, როდესაც დღეს, 40 წლის მერე შვილს ეუბნები, რომ მე ვლოცულობ, შენ ჩემი შვილი არ იყოო“ – თამუნა მუსერიძე

0
6589
4,914 Views

ჟურნალისტი და ავტორი პროექტისა “ვეძებ“, თამუნა მუსერიძე, რომელმაც 8 წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მშობლები იპოვა აცხადებს, რომ საკუთარ ბიოლოგიურ დედას მასთან ურთიერთობა არ სურს.

“დედას შეხვედრა არ სურდა, მაგრამ მოუწია, რადგან ბავშვებმა სთხოვეს ძალიან და სხვა გზა აღარ დარჩა. თავისი სურვილით არ შევხვედრილვართ. რაც შეეხება იმას ვნანობ და განვიცდი თუ არა, რომ ასეთი სიტუაცია დამხვდა? არა! არავითარ შემთხვევაში არ ვნანობ, არც განვიცდი და ეს ჩემთვის მოულოდნელიც არ იყო… ჩემთვის მთავარი იყო დედის და მამის გვარის გაგება…

სხვა ადამიანის 40 წლის წინანდელი დანაშაულის ძიება და მისკენ ხელის გაშვერა არ ათავისუფლებს მშობელს დღევანდელი საქციელისგან, როდესაც დღეს, 40 წლის მერე შვილს ეუბნები, რომ მე ვლოცულობ, შენ ჩემი შვილი არ იყოო“ – ამბობს თამუნა მუსერიძე.

Cesko