123 Views
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი სოფელ გამარჯვებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნახეს.
32 წლის კაცს სანადირო თოფიდან მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.
ახლობლების ინფორმაციით, მას იარაღი საკუთარ სახელზე ჰქონდა რეგისტრირებული და ის წმენდის დროს გაუვარდა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.